პლუტონი მერწყულში (ნაწილი მეორე)

სანამ ძირითადად ნაწილზე გადავალთ, გავიხსენოთ პლუტონის მთავარი პრინციპები და თვისებები. პლუტონი ტრანსფორმაციების, ცვლილებების და ნგრევების პლანეტაა, იგი ყოველთვის მიმართულია განახლებასა და ნგრევაზე. თუმცა, ის არასდროს ანგრევს ისეთ რამეს, რაც არ არის დასანგრევი, პირიქით- ყოველთვის არასასურველს და ტოქსიკურს გვაშორებს ცხოვრებიდან. უბრალოდ, იმ მომენტში, ეს ადამიანურ ენაზე შესაძლებელია რთული გასაგები იყოს. მე, პირადად, ხშირად ვამბობ: რაც ურანის და პლუტონის ტრანზიტებზე ინგრევა, აქამდეც უნდა დანგრეულიყო, და რადგანაც ამ ტრანზიტებზე მოხდა ნგრევა, ესე იგი არ იყო ეს თემა საკმარისად მყარი და ჩამოყალიბებული- ანუ სატურნის ხერხემალი არ ჰქონდა, ახლა კი უბრალოდ ტრანზიტმა შეუწყო ხელი და ნგრევაც მოხდა. რა თქმა უნდა, იშვიათ შემთხვევაში საბედისწერო ბუნებაც აქვს , რაც პირდაპირი გაგებით სიკვდილია, თუმცა, სამყაროს თვალსაზრისით, ეგეც საჭიროებისამებრ ხდება. პლუტონს რადიკალური ბუნება აქვს, მისთვის ბზარი არ არსებობს, დაე დაინგრეს, ბოლომდე განადგურდეს და უკვე გასტერილებულ ადგილას შეიქმნას რაღაც უფრო მტკიცე, ძლიერი და სრულყოფილი. პლუტონი, ასევე, ჩვენი სინდისის ხმაა, რომელიც ჩვენს ყველაზე ღრმა ნაწილშია და ხშირად არც ცნობიერდება. მისი დაბინძურების შემთხვევაში კი ადამიანში ირთვება თვითგანადგურების პროგრამა, ამიტომაც არიან “დაბალგანვითარებული” მორიელები თვითდესტრუქიაზე ორიენტირებულები. ეს გამომდინარეობს გაუცნობიერებელი სინდისის ქენჯნიდან. რეალურად, ასე სჯიან ისინი საკუთარ თავს. მორიელის მმართველი რეტროგრადული პლუტონია, რაც ნიშნავს, რომ შინაგანად გრძნობენ პლუტონურ ენერგიებს და მათი გამოვლინების მოტივატორიც პლუტონია.

პლუტონი ჩვენგან ყოველთვის მოითხოვს ტრანსფორმაციებსა და ცვლილებებს, გვაიძულებს მოვკვდეთ, გავცამტვერდეთ და თავიდან დავიბადოთ, ყველაფერ არასასურველს და განუვითარებელს ფორმაშევუცვალით, მოვიშოროთ ძველი პროგრამები და მიმართულები გავხდეთ სიახლეებზე. განსაკუთრებით კი ეს პლუტონის ადამიანებს ეხებათ, ანუ მათ, ვისაც რუკაში გამოკვეთილი ჰყავთ პლუტონი, განსაკუთრებით კი დაძაბული ასპქტებით მნათობებზე. ასეთ ადამიანებს, თუ საკუთარი ნებით არ არიან ჩართული პლუტონურ სიტუაციებში და მუდმივად არ ტრანსფორმირებენ, ექმნებათ ისეთი კრიზისული და რთული გარემოებები, რომ იძულებით უწევთ რადიკალური ცვლილებები, მწვავე გამოცდილების ხარჯზე. ამხელა შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ უნდა მიმოვიხილო კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ეს ტრანზიტი განსაკუთრებულად შეეხება.✔️

🔹წინა პოსტში მიმოვიხილეთ ისტორიული ფაქტები, თუ რა ხდებოდა იმ დროს, როდესაც პლუტონი გადიოდა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს. ამ დროს მოხდა ორი მთავარი მოვლენა- ამერიკის რევოლუცია და საფრანგეთის რევოლუცია. ისტორია, რა თქმა უნდა, ზუსტად არ გამეორდება, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა ტენდენციების მომტანი შეიძლება იყოს ეს ტრანზიტი.

პლუტონი ტრანსფორმაციების ნიშანია, მერწყული ცვლილებების და პროგრესის ნიშანია, ამ კომბინაციამ კი, შესაძლებელია, სერიოზული, მასშტაბური ცვლილებები მოახდინოს საკაცობრიო საკითხებში. პლუტონი მერწყულს 2023 წლის მარტში ეწვევა და იმოძრავებს 2044 წლამდე. როდესაც პლუტონი ახალ ნიშანში შედის, ყოველთვის მძაფრი და რადიკალური ცვლილებები შემოაქვს, თავდაპირველად ის ანგრევს იმ ნიშნის თემებს, სადაც გადადის და შემდეგ უკვე გასუფთავებულ ადგილას ბადებს რაღაც ახალს. მერწყული საზოგადოების ნიშანია, შესაბამისად, პლუტონი პირველად გამოავლენს, რა არის უკვე ძირგამოჭმული და უსარგებლო ჩვენს საზოგადოებაში, შემდეგ მოსპობს ამ თემებს და დაიწყებს ცვლილებებს. არაა გამორიცხული, ამ პერიოდში ძალაუფლება აღმოჩნდეს ხალხისა და კოლექტივის ხელში და მსოფლიოში წამყვანი თემა გახდეს კოლექტიური იდეა, ან შეიქმნას ისეთი ორგანიზაციები და დაჯგუფებები, რომლის ხელშიც აღმოჩნდება ძალაუფლება. სერიოზული ცვლილებები მოხდება მეცნიერებების, კოსმოსურ და ტექნოლოგიურ საკითხებში. შესაძლებელია, მოხდეს ტექნიკის უმაღლეს დონეზე განვითარება და გამოიგონონ ორმაგად გაუმჯობესებული ხარისხის რობოტები, რაკეტები, მანქანები და საომარი საშუალებები. ბევრი ინოვაციური სიახლე იქნება კოსმოსთან დაკავშირებულ საკითხებში. არ გამოვრიცხავ ახალი პლანეტის აღმოჩენის ალბათობასაც.

ხალხის მასა უფრო მეტად დამოკიდებული გახდება სოციალურ ქსელებზე, ყველაფრის გაკეთება მოხდება ინტერნეტით, ასევე მოხდება ცვილებები სოციალურ ქსელებში და მსხვილი სოციალური ქსელების კომპანიებთან დაკავშირებულ საკითხებში.✔️

🔹პლუტონის შესვლა მერწყულში ყველაზე მძაფრ და ინტენსიურ გავლენას მოახდენს ფიქსირებულ ნიშნებზე, პირველ რიგში- მერწყულებზე, ლომებზე, კუროებზე და მორიელებზე. სწორედ იმ ადამიანებს, ვისაც პირად რუკაში ეს ნიშნები ჰყავთ გამოკვეთილი, მოუწევთ ტრანსფორმაცია, ცვლილებები, ექნებათ ნგრევები და მნიშვნელოვან კრიზისულ სიტუაციებსაც გადალახავენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მთელი 20 წელი არ გაგრძელდება, პლუტონის ტრანზიტი მუშაობს მხოლოდ ერთი წელი და კონკრეტულად ის ერთი წელია კრიზისული, როდესაც ტრანზიტული პლუტონი იმავე გრადუსზე მივა რომელზეც ნატალური პლანეტაა ამ ნიშნებში. ამჯერად კი 2023 წლის მარტიდან-ივნისამდე პლუტონი შეეხება მათ, ვისაც ამ ნიშნებში გყავთ პლანეტები 0 და 1 გრადუსებზე. სწორედ ამ პერიოდში გააჟღერებს პლუტონი იმას, თუ რა გაქვთ შესაცვლელი ცხოვრებაში და რისი ნგრევაა მოსალოდნელი. კარგი პერიოდია, ვისაც პირადი პლანეტები 0 და 1 გრადუსზე გყავთ სასწორში, ტყუპებში, ვერძში და მშვილდოსანში. თქვენ ამ პერიოდში გეძლევათ ძალა და დიდი ენერგეტიკა, რაც უნდა გამოიყენოთ იმ პლანეტის თემების პოზიტიურ რეალიზაციაში, რომელსაც პლუტონი შეეხება.✔️

პლუტონი მერწყულში

კოლექტიური ძალა. 💪

🔹23 მარტს, კოლექტიური ნების, მაშტაბური პროცესების, ტრანსფორმაციების, ცვლილებების და კრიზისების პლანეტა პლუტონი დატოვებს თხის რქის♑️ ზოდიაქოს ნიშანს, (სადაც 2008 წლის მერე მოძრაობს) და გადავა მერწყულის♒️ ზოდიაქოს ნიშანში. რეტროგრადული ფაზის გამო 12 ივნისს კვლავ დაუბრუნდება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს, სადაც იმოძრავებს 2024 წლის იანვრამდე, შემდეგ კი უკვე საბოლოოდ გადავა მერწყულში, სადაც იმოძრავებს 2044 წლამდე.✔️

🔹მართალია პლუტონი მხოლოდ 3 თვით შედის ახალ ნიშანში, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი პერიოდია. რადგანაც პლუტონი ამ პერიოდში, “მონიშნავს მთავარ თემას” წამოწევს ისეთ საკითხებს წინ რისი შეცვლა და განახლებაც საჭიროა. შემდეგ დაბრუნდება თხის რქაში და შესაძლებელია მოხდეს მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა და დასრულება. ხოლო როცა საბოლოოდ გადავა მერწყულში უკვე მკვეთრად ვიგრძნობთ ახალ მასშტაბურ ენერგიებს და ცვლილებებზე მიმართულ მძაფრ იმპულსს. ✔️

🔹პლუტონის ინგრესია, ახალ ნიშანში ან მისი მოძრაობა ნიშნის ბოლო გრადუსებში, ყოველთვის ასოცირდება გლობალურ და მასშტაბურ ცვლილებებთან, ხშირად ნგრევებთანაც კი. მოდით გადავხედოთ ისტორიას და გავიგოთ რა მოხდა როდესაც პლუტონი გადიოდა მერწყულის ნიშანს. 1775-1783 წელი, როდესაც პლუტონი გადიოდა თხის რქის ბოლო გრადუსებს – ამერიკის რევოლუციის პერიოდი, როდესაც ბრიტანელი კოლონისტები აჯაყდნენ დიდი ბრიტანეთის მმართველობის წინააღმდეგ. რევოლუციის შედეგად ჩრდილოეთ ამერიკის 13 კოლონია გამოეყო ბრიტანიის იმპერიას, რის შედეგადაც შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები. მაშასადამე, როდესაც პლუტონი თხის რქის ბოლო გრადუსებზე იყო მოხდა დაპირისპირება მმართველობისა და სტრუქტურის წინააღმდეგ. მერწყულში გადასვლის შემდეგ (1778) კი ძალაუფლება მიეცა კოლექტიურ იდეოლოგიას, რის შედეგადაც მოხდა რეფორმა და შემდგომ გაერთიანება.

1789-1799 წელი, საფრანგეთის რევოლუცია, რამაც დიდი ზეგავლენა მოახდინა არამხოლოდ საფრანგეთზე არამედ მთელ ევროპაზეც. რევოლუციის შედეგად შეიცვალა ქვეყნის მართვის ფორმა და მონარქიული მმართველობიდან გადავიდა რესპუბლიკურ მმართველობაზე. საფრანგეთის რევოლუციის წყალობით ქვეყანაში ძველი მონარქიული რეჟიმი დაემხო და „თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა“ გამოცხადდა. საფრანგეთმა ახალ ეპოქაში შეაბიჯა. მონარქიული მმართველობა გულისხმობს როდესაც ძალაუფლება არის მხოლოდ ერთი ადამიანის ხელში სიცოცხლის ბოლომდე. ხოლო რესპუბლიკური მონარქია გულისხმობს ისეთი მმართველობის სტილს სადაც მმართველის უფლებები შეზღუდულია და ძალაუფლებას ანაწილებს სხვა პოლიტიკურ პირებთან. ალბათ დამეთანხმებით ესეც შეეფერება პლუტონი მერწყულის ხასიათს. რევოლუცია დამთავრდა სწორედ მაშინ როდესაც პლუტონი გადიოდა მერწყულის ბოლო გრადუსებს და გადადიოდა თევზების ნიშანში.

1781 წელს კი, როდესაც პლუტონი მერწყულში იყო, William Herschel-მა აღმოაჩინა ჩვენთვის უსაყვარლესი პლანეტა ურანი. ზუსტად მაშინ როდესაც ტრანსფორმაციის პლანეტა გადიოდა ურანის მმართველობის ნიშანს, რითიც მოხდა გარღვევა სატურნის საზღვრების და პირველი უმაღლესი პლანეტა გახდა ჩვენთვის ხილული.✔️

🔹ზოგიერთი ასტროლოგის აზრით მერწყული ზუსტადაც რომ პლუტონის ეგზალტაციის ადგილია. რადგანაც ცვლილებების და ტრანსფორმაციების პლანეტა ხვდება ცვლილებებისა და რეფორმების ნიშანში. გარდა ამისა აქ პლუტონი ავლენს თავის მთავარ პრინციპს “უმაღლესი კოლექტიური ნებელობა”. ძალაუფლება ყოველთვის არის კოლექტივის ხელში და არა ერთპიროვნული მმართველის. თუ მმართველი არ იზიარებს კოლექტიურ იდეოლოგიას, ის მმართველი ყოველთვის დაკარგავს ძალაუფლებას, ბევრჯერ მეფე ტახტიდანაც ჩამოუგდიათ და მოუკლავთ კიდეც, რადგანაც არ იყო კოლექტიური იდეოლოგიის მატარებელი. ეს ისტორიამაც კარგად აჩვენა თუ რა შეუძლია კოლექტიურ ძალას თუ საერთო იდეისთვის გაერთიანდა. გარდა ამისა ამ ეპოქაში მასა იმართება ინფორმაციული ველით და ინტერნეტით. ძალიან საინტერესო არგუმენტებია რატომაც უნდა იყოს მერწყულში პლუტონი “ამაღლებული” მეც ჯერჯერობით ვფიქრობ ამ იდეაზე.✔️

♦️ამჯერადაც როდესაც პლუტონი მიუახლოვდა თხის რქის ბოლო გრადუსებს დაიწყო რუსეთ-უკრაინას შორის ომი, რაც დღემდე გრძელდება, იმედი მაქვს ეს ტრანზიტი დადებიდად იმოქმედებს ამ თემაზე და კოლექტიური ნება გაიმარჯვებს. თუმცა ვფიქრობ კოლექტივის გაერთიანება საერთო იდეოლოგიისთვის ისევ გახდება საჭირო, რათა დაუპირისპირდეს მმართველს და მის სისტემას. პოსტის გაგრძელება იქნება. :)))

კარმული ასტროლოგია

კარმა ასტროლოგიის განუყოფელი ნაწილია, რადგან მთლიანი რუკა კარმულად გვეძლევა. ყველა მდებარეობა და ასპექტი რუკაში კარმულია, განსაკუთრებით კი დაძაბული ასპექტები. მაგალითად, მზის ან მარსის დაძაბული ასპექტი პლუტონთან, შესაძლებელია, რომელიმე ინკარნაციაში, სხვა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაზე, დიქტატორულ მმართველობაზე ან კოლექტიური ენერგიის ბოროტად გამოყენებაზე მიანიშნებდეს- გააჩნია, რა ნიშნებშია. ასევე- ნეპტუნის დაძაბული ასპექტები, შესაძლებელია აღწერდეს, რომ ადამიანი იყო ბომჟი, ლოთი ან რელიგიური ფანატიკოსი, რომელიც რწმენის სახელით ბევრ ცუდ რამეს აკეთებდა. ბევრი ვერსია შეიძლება ითქვას. ჰარმონიული აპექტებიც, ასევე რაღაც კარმული დამსახურებების ხარჯზე გვეძლევა. ლოგიკური იქნება, თუ დაგებადებათ კითხვა- რატომ აქვს ერთ ვიღაცას რუკაში სულ ჰარმონიული ასპექტები და მეორეს დაძაბული. ან ერთ ადამიანს რატომ აქვს რთული ცხოვრება და მეორეს მარტივი. ის ადამიანები, ვინც ბავშვობიდანვე უზრუნველყოფილები არიან და არ უწევთ ზედმეტი ძალისხმევა რამის მისაღწევად, ამას კარმული დამსახურებების ხარჯზე იღებენ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი სული ამ ინკარნაციაში ისვენებს. ხოლო ვისაც ბევრი სირთულე ხვდება და ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევს,-ის კარმულ ვალებს იხდის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანს მთელი რუკა კარმულად ეძლევა, თუმცა არის რაღაც წერტილები, რომელსაც უფრო მეტად ენიჭება კარმული მნიშვნელობა. მაგალითად, ლილიტი, რომელიც, გვიჩვენებს რა თემებში დააგროვა ადამიანმა ნეგატივი, რაც თავს გვახსენებს თავისი დამახინჯებული გამოვლინებით ახლაც და რაზე მუშაობაც აუცილებელია. საყურადღებოა სატურნის მდგომარეობაც, რომელიც გვიჩვენებს, რა თემები აქვს ადამიანს დასამუშავებელი, რა თემებში უნდა ისწავლოს პასუხისმგებლობების აღება და საზღვრების დაცვა. და თუ ამას არ აკეთებთ, სატურნი უკვე გაიძულებთ, იმ თემებზე იმუშაოთ, რასაც ის ეხება. ყველაზე მნიშვნელოვანი კარმული წერტილი კი კარმული კვანძებია- აღმავალი და დამავალი კვანძი. დამავალი კვანძი გვიჩვენებს წარსულ პროგრამებს და იმ თემებს, რა ცოდნითაც მოვიდა ადამიანის სული ამ ინკარნაციაში. ქვედა კვანძი არაა საჭირო აღწერდეს წინა ცხოვრებას, ის აღწერს იმ ცხოვრებას, რომლიც ამ ინკარნაციაში აქვს აქტუალიზირებული ადამიანს. აღმავალი კვანძი კი გვიჩვენებს ჩვენს კოსმოსურ მისიას, რა არის ჩვენი განვითარების გზა და რა გვჭირდება ზრდისთვის. კარმული მისია კი უნდა განვსაზღვროთ აღმავალი კვანძის ნიშნით და ასპექტებით, განსაკუთრებით თუ რომელიმე პლანეტაა კვანძზე შეერთებული ან კვადრატი აქვს კვანძებთან. კვანძების კვადრატები ხშირად აღმავალი კვანძის ნიშნის თემას ცვლიან კიდეც. მაგალითად, აღმავალი კვანძი ტყუპებში, კვადრატით პლუტონთან. აქ უკვე ადამიანი მხოლოდ ტყუპების საყოფაცხოვრებო თემებით ვერ შეასრულებს კარმულ მისიას და საჭირო იქნება მისი მასშტაბურ და დიდ პროცესებში ჩართულობაც. გარდა ნიშნისა, იმისთვის, რომ უფრო ღრმად გავაანალიზოთ, რა არის ადამიანის კარმული მისია, უნდა ვნახოთ კვანძის მმართველის მდგომარეობაც. მაგალითად აღმავალი კვანძი არის სასწორში, ამ შემთხვევაში უნდა დავაკვირდეთ ვენერას დგომას და ასპექტაციას.✔️