მინერალური ქვების წმენდა და დამუხტვა

ყველა მინერალური ქვა საჭიროებს გაწმენდას.
სანამ დავიწყებთ ახალ შეძენილი ქვის ტარებას მანამდე აუცილებელია მისი ენერგო-ინფორმაციული გაწმენდა წყლის ან ცეცხლის საშუალებით. ასევე აუცილებელია იმ ქვების გაწმენდაც, რომელსაც ვატარებთ ან რომელიც გავჩუქეს. შეიძლება ქვა წინა პატრონის ენერგო-ინფორმაციულ პროგრამას ატარებს, ან უბრალოდ თქვენი ქვა დაიმუხტა თქვენიმე ავადმოყოფობით, ან უსიამოვნ მოვლენებით რაც თქვენს ირგვლივ ხდებოდა.
დროთა განმავლობაში თქვენ შეიძლება იგრძნოთ, რომ ქვის ტარების დროს გრძნობთ დისკოფორტს, „გემძიმებათ“ ან „გკბენთ“, გეწყებათ თავის ტკივილი ან უბრალოდ ქვა შეიცვალა ფერი, დაეტყო მუქი ფერის ლაქები – ეს სიგნალია, რომ ქვა სასწრაფოდ გასაწმენდია.
გაწმენდის უამრავი მარტივი საშუალება არსებობს: ცეცხლით, წყლით, ზღვის მარილით, მიწით, ან „მეგობარი კრისტალის ნატეხებით“ (მთის ბროლი და ამეთვისტო), მცენარეებით და ბალახებით, მთვარის და მზის შუქით, გამდინარე წყლით.

მარილით წმენდა

ტრადიციულად ეს ზღვის მარილით კეთდება, მაგრამ ჩვეულებრივი მარილიც შეიძლება. მარილით გაწმენდა შეიძლება, როგორც მშრალად, ისე წყლის დახმარებით.
მარილიანი წყლით წმენდა – ამისთვის საჭიროა 1 ჩ.კ. მარილის გახსნა 1 ჭიქა წყალში. თუ თბილ წყალს დაასხამთ მაშინ უნდა დაელოდოთ სანამ გაცივდება და მარილი ბოლომდე გადნება. ჭურჭელი უნდა იყოს ან მინის ან ფაიფურის. დაუშვებელია პლასტმასის და მეტალის გამოყენება, რადგან მათ მიდრეკილება აქვთ გადასცენ თავისი თვისებები წყალს და შესაბამისად ქვები ვერ გაიწმინდება სრულყოფილად. მას შემდეგ, რაც მოამზადებთ ჭურჭელს წყლით ჩაუშვით ქვები მასში, ისე რომ წყალი ფარავადეს და გააჩერეთ მთელი ღამე. დილით გადაღვარეთ მარილიანი წყალი და ქვები გარეცხეთ გამდინარე წყალში.
მშრალი წმენდა მარილით – ამისათვის დაგჭირდებათ ღრმა ჭურჭელი, რომელში იმდენი მარილი უნდა ჩაყაროთ, რომ ქვები სულ დაიფაროს. ქვა მარილში „ჩამარხეთ“ ისე, რომ მისი ზედა მხარე მიმართული იყოს მიწისკენ და დატოვეთ ასე მთელი ღამე.

საჭიროა სიფრთხილე მარილით წმენდის დროს, რადგან შეიძლება მოხდეს ქიმიური რეაქცია და ქვამ დაკარგოს მბზინვარება ან შეიცვალოს ფერი. პრილა და მბზინვარე ქვების გაწმენდა არ არის რეკომენდირებული მარილით. ამისათვის ალტერნატიული მეთოდები არსებობს თუნდაც მარილით : ჩადეთ ქვა ჭურჭელში და ჭურჭელი მოათვსეთ ჯამში ან ფიალზე, რომელზეც მარილი ყრია. მართლია ქვა ვერ შეეხება მარილს, მაგრამ ის მაინც იმოქმედებს მასზე.

მთვარის შუქით გაწმენდა

ეს პროცესი უფრო მეტ დროს საჭიროებს, მაგრამ თუ გინდათ, რომ გააქტიუროთ ქვაში მთვარის ენერგია, მაშინ ღირს ლოდინად. მოძებნეთ სახლში ფანჯრის რაფა, რომელზეც სავსემთვარეობას ეცემა მთვარის შუქი, რამოდენიმე საათით მაინც. დატოვეთ ქვა ამ რაფაზე 3 ღამის განმავლობაში: მთვარის 14,15, 16 დღეები ანუ დაიწყეთ სავსემთვარეობის წინა ღამეს. უკეთესი შედეგი ექნება თუ ღია ცის ქვეში ეზოში ან აივანზე დადებთ, სადაც მინა არ შეუშლის ხელს მთვარის სხივებს.
კლებად მთვარეზე ქვის გაწმენდა
თუ ქვას გაწმენდამდე ატარებდით ნეგატივის მოსახსნელად ან ნეგატივისგან დასაცავდ, მაშინ ჩადეთ ის მარილიან წყალში და ჭურჭელი დატოვეთ კლებადი მთვარის პერიოდში, რამოდენიმე ღამით ისე, რომ მთვარის შუქი ეცემოდეს. კლებად მთვარე წაიღებს მთელს ნეგატივს ქვისგან.

ქვის გაწმენდა ბალახებით და ყვავილებით

აქ გადჭირდებათ გამხმარი ბალახებით სავსე ჭურჭელი, რომელშიც ჩაალაგებთ ქვებს. ამ მეთოდს 1 კვირა ჭირდება, მაგრამ ის ასევე შეგიძლიათ გამოყენოთ მთვარით გაწმენდის პარალელურად.
უფრო სწრაფი მეთოდი: ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩაყარეთ ცოტა კედრა, შალფეი ან ღვია და წაუკიდეთ ცეცხლი. ამის შედეგ ქვა გადაატარეთ კვამლზე. ამისთვის არ არის საჭირო დიდი ცეცხლი და ბევრი კვამლი, ცოტაც საკმარისია. ენერგიის დასამშვიდებლად ასევე კარგია თუ ჩაუმატებთ რამოდენიმე ლავანდის ფოთოლს.

ცეცხლით წმენდა
მინერალი ამოძრავეთ ცეცხლის ალზე წრიულად საათის ისრით მიმართულებით.

მინერალების წყლით გაწმენდა

ეს ყველაზე მარტივი და ძიერი მეთოდია, განსაკუთრებით ახალშეძენლი ქვის გასაწმენდად და დასამუხტად. სუფთა გამდინარე წყალი 1 ღამის განმავლობაში. წყალი კარგად აშორებს საგნებს ინფორმაციას. წყლით გაწმენდის შემდეგ ქვა დადეთ ანთებული სანთლის გვერდით, რათა დაიმუხტოს.

ქვები, რომელთა გაწმენდაც არ შეიძლება არც მარილიანი და არც სუფთა წყლით:
ასტროფილიტი, ჰეილანდიტი, „ქვის მარილი“, კიანიტი, სელენიტი, სერაფინგი, სტილბიტი, გეიზერიტი, ქრიზოკოლა და ა.შ. ყველა ეს მინერალი არის რბილის შემადგენლობის და წყალი მათზე ფიზიკურ ზეგავლენას მოახდენს. მათი გაწმენდა უკეთესია ცეცხლი ან ნებისმიერი სხვა მშრალი საშუალებით.
ქვები, რომლების გაწმენდაც არ შეიძლება მარილიანი წყლით:
აქვამარინი, აპოფილიტი, ბელომარიტი, ფირუზი, ჰემატიტი, ლაბრადორი, კალციტი, ლაზურიტი, მალაქიტი, ონიქსი, ოპალი, პირიტი, როდონიტი, სერდოლიკი, ულექსიტი, ფლიურიტი, ქარვა. = მარილიანი წყალი მათ ფიზიკურ თვისებებს ცვლის.

გაწმენდის შემდეგ ქვების დამუხტვაც აუცილებელია. ეს შეიძლება გააკეთოთ დიდი კრისტალებით, პირამიდებით და ა.შ.
ქვები, რომელსაც ყოველდღიურად ატარებთ სასურველია მოხსნის შემდეგ დაალაგოთ ამეთვისტოს ან მთის ბროლის მოზრდილ ნატეხზე.

ქვები გენერალურად იწმინდება წელიწადში ერთხელ, “მზის წლისბოლო 5 დღეში ანუ როცა მზე არის თევზების ბოლო გრადუსებზე ( 16-დან 21 მარტამდე). ამასთან სულ ერთია, მთვარის რომელი დღე დაემთხვევა. როდესაც მზე გადავა ვერძის პირევლ დეკადაში მაშინ შეიძლება ქვა გაიწმინდოს ცეცხლით. გენერალური წმენდის შემდეგ კარგია ქვების დატოვება მზის და მთვარის შუქზე რამოდენიმე დღით.
ასევე კარგია პერიოდულად ის ქვები, რომლებსაც ხშირად ატარებთ რამოდენიმე საათით დადოთ მზის ან მთვარის შუქზე, ასევე დადოთ მიწაზე ან ჩამარხოთ 1 ღამით.
იცოდეთ! თუ ვინმე გთხოვთ მოიხსნათ ქვა, რათა ნახოს ან გაიკეთოს, მოისინჯოს, აუცილებელია სამკაული მოიხსნათ და დადოთ მაგიდაზე და არ მისცეთ ხელიდან ხელში. მას შემდეგ რაც ნახავს სამკაულს და დააპირებს დაბრუნებას ასევე თხოვეთ დადოს მაგიდაზე. წინააღდეგ შემთხვევაში არსებობს სხვა ადამიანისგან ნეგატიური ენერგიის აკიდების შანსი.
ქვების შესანახად კარგია თუ მოახერხებთ, რომ ყველა ქვას თავისი პატარა ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი ტომსიკა ქონდეს .

ქვის დამუხტვა

მას შემდეგ, რაც ქვას გაწმინდავთ საჭიროა მათი დამუხტვა. შეგიძლიათ აირჩიოთ რამოდენიმე ან რომელიმე ერთი ელემენტი. ქვის დამუხტვისთვის დაგჭირდებათ:
– სურნელოვანი ჩხირები ( ჰაერის სტიქია)
– წითელი სანთელი (ცეცხლის სტიქია)
– წყლით სავსე თასი. იდეალური ჭურჭელი ნიჟარაა (წყლის სტიქია).
– თასი მიწით, სასურველის ხის ჭურჭელი (მიწის სტიქია)
– ეთერზეთი, რომელიმე ყვავილის.

ცენტრში დადეთ ეთერზეთის ბოთლი, რომლის ირგვლივ უნდა დააწყოთ დანარჩენი 4 სტიქიის ელემენტი შემდეგნაირად: თასი მიწით ზემოთ (ჩრდილოეთი), სურნელოვანი ჩხირი მარჯვნივ (აღმოსავლეთი), სანთელი ქვემოთ (სამხრეთი) და წყლის თასი მარცხნივ (დასავლეთი).
1. აანთეთ სანთელი და ჩხირი.
2. ვმუხტავთ ჰაერით. სურნელოვანი ჩხირი ეს „ჰაერია“, გაატარეთ ქვა მის კვამლში და რამოდენიმე ხანი გააჩერეთ და წარმოთქვით: „მე გმუხტავ შენ ჰაერის და ქარის ძალით და ენერგიით“, შემდეგ შეუბერეთ სული კვამლს და დააცედეთ „შემოეხვიოს“ ქვას მთლინად.
3. ვმუხტავთ ცეცხლით. შემდეგ მიიტანეთ ქვა სანთლის ალთან და წარმოთქვით „მე გმუხტავ შენ ცეცხლის ძალით“ , წარმოიდგინეთ როგორ შედის ცეცხლის ენერგია ქვაში.
4. ვმუხტავთ წყლით. დაისველეთ ხელი წყლით და შეაშხეფეთ ქვას და წარმოთქვით: „ მე გმუხტავ შენ წყლის ძალით“. აქაც ვიზუალიზაციაა საჭირო.
5.ვმუხტავთ მიწით. ჩადეთ ქვა მიწიან თასში და წარმოთქვით:“ მე გმუხტავ შენ მიწის ენერგიით, რომლისგანაც შენ წარმოიშვი“. ისევ წარმოიდგინეთ, როგორ შედის მიწის ენერგია ქვაში.
6. ბოლოს წაუსვით ეთერზეთი ქვას და თქვით: „ მე შენ გმუხტავ სასიცოცხლო ენერგიით, ჰარმონიით და ჭეშმარიტებით“. წარმოიდგინეთ, როგორ ხართ ამ ენერგიების გამტარი და როგორ შედის ქვაში.
7. გაწმენდილი და დამუტული ქვა, თუ მას არ ატარებთ აუცილებელია შეინახოთ სიბნელეში, მანამ სანამ ისევ არ გადაწყვიტავთ მის ტარებას.

მოამზადა: Nina Runes

ეზოთერული სახელოსნო

 

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

ასევე გირჩევთ