მინერალოგიის კურსი

დაიწყო ახალი ნაკადის მიღება მინერალოგიის კურსზე!

კურსი დაიწყების თარიღი არ დაანონსებულა.

სწავლის ღირებულებაა თვეში 150₾

მინერალოგია – სწავლება ქვების ქიმიური აგებულების, კრისტალური სტრუქტურისა და ფიზიკური მონაცემების შესახებ.
ცოდნა, რომელიც კარს გაგიღებთ კრისტალების ჯადოსნურ და ფერად სამყაროში.
კრისტალების, რომლებიც ოდითგანვე იზიდავდნენ და ატყვევებდნენ ადამიანის თვალს, გულსა და სულს.
კრისტალების ქიმიური, ფიზიკური, ემოციური და სპირიტუალური მონაცემების და შესაბამისად, მათი ხასიათისა და ინდივიდუალური თვისებების შესახებ ინფორმაციის ფლობა, ერთგვარი წინაპირობაა, ბუნების ამ საოცარ ქმნილებებთან უფრო ხარისხიანი და კრისტალური კავშირის დამყარებისა და მათი მაგიური თვისებების უფრო ეფექტურად გამოყენებისათვის.
მინერალოგიის კურსში მიმოხილავთ შემდგომ თემებს:

პროგრამა

I მოდული

მინერალები – კრისტალები – ნახევრად ძვირფასი და ძვირფასი ქვები
● ტერმინების ზოგადი მიმოხილვა და განმარტებები
● ქვების ფორმაცია – ქვებისა და კრისტალების ჩამოყალიბებისათვის საჭირო გეოლოგიური გარემო პირობების და მათი მნიშვნელობის განხილვა
● ქვების ტიპები, ფორმაცია, ტრანსფორმაცია
● კრისტალების და მინერალების ძირითადი ტიპები, სისტემა და კატეგორიები
● ნახევრად ძვირფასი და ძვირფასი ქვები – ოპტიკური პარამეტრები, სინათლის ინტერაქცია კრისტალებთან
II მოდული

როგორ და რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ კრისტალებს ჩვენს ფიზიკურ, ემოციურ, მენტალურ და სპირიტუალურ სხეულებზე?
ფიზიკური სხეული – კრისტალების ფორმა, ზომა, გამჭვირვალობა, ბზინვარება, ბრჭყვიალი, სიმკვრივე, სიმაგრე, კატეგორიზაცია, ფერთა გამა.
თითოეული პარამეტრის გავლენა კრისტალის ემოციურ, სპირიტუალურ და სამკურნალო თვისებებსა და ღირებულებაზე
ემოციური სხეული – სწორედ გრძნობები და ემოციები თამაშობენ მთავარ როლს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ტიპისა და ხასიათის განსაზღვრაში. კრისტალები ჩვენში აღძრავენ სხვადასხვა გრძნობებსა და ემოციებს, შედეგად კი ჩვენ შეგვიძლია მათი გამოყენება ემოციური და ქცევითი ჩვევების შესაცვლელად.
მენტალური პარამეტრები – ფსიქოსომატიკა – ემოციური და ფიზიკური სხეულის ურთიერთკავშირი და გავლენა ერთმანეთზე. როგორ გარდაიქმნებიან სხვადასხვა მენტალური ბლოკები ფიზიკური სხეულის პრობლემებად. სპირიტუალური პარამეტრები
• კრისტალები დაოიზმში
• დაოიზმი
• ინი და იანი
• ენერგიები, მათი მნიშვნელობა ჩვენს ცხოცრებაში
• კრისტალები და ბუნების ხუთი ძირითადი ელემენტი
• კრისტალები და ჩაკრები:
• 7 ძირითადი ჩაკრის მიმოხილვა, კერძოდ მათი მნიშვნელობა და დანიშნულება, მუშაობის პრინციპი, ბლოკები, გაწმენდის და დაბალანსების გზები
• კრისტალები ასტროლოგიაში:
• ჯიოტიშა (აღმოსავლური/ინდური ასტროლოგია)
• თანამედროვე ასტროლოგია
• კრისტალები დაბადების თვის მიხედვით
III მოდული

50-მდე სხვადასხვა ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვის მიმოხილვა ინდივიდუალურად, შემდეგი მიმართულებებით:
• ზოგადი მიმოხილვა, ფორმაცია, ისტორია, საინტერესო ფაქტები
• ფიზიკურ სხეულზე გავლენა
• ემოციური სხეულზე გავლენა
• მენტალურ სხეულზე გავლენა
• სპირიტუალური თვისებები
• სამკურნალო თვისებები
• დაცვითი (პროტექციის) თვისებები
• გაწმენდა
• ენერგიით დატვირთვა
• გაფრთხილებები
• ერთმანეთთან შეუთავსებელი კრისტალები
• კრისტალები რომლებიც სიმბიოზურად თანაქმედებენ და ერთმანეთს აძლიერებენ
• მეტალები
სწავლა ჩატარდება ონლაინ, ვებინარული მეთოდით ჯამში ჩატარდება 24 ლექცია (3 თვე) კვირაში 2 დღე

ვებინარები

სწავლა მიმდინარეობს ონლაინ, ვებინარის საშუალებით, სადაც მოსწავლეს საშუალება აქვს დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან დაესწროს სასწავლო პროცესს, როგორც პერსონალური კომპიუტერით ასევე მობილური მოწყობილობის საშუალებით.

ყოველი ლექცია იწერება და მოსწავლეს საშუალება აქვს მოუსმინოს მოგვიანებით ან მისთვის კომფორტულ და მოსახერხებელ დროს.