ასცენდენტი ნიშნებში კირჩხიბი

ასცენდენტი ნიშნებში კირჩხიბი

ასცენდენტი კირჩხიბში

ასცედენტი კირჩხიბში ადამიანს წყლის ელემენტის ხიბლს ანიჭებს. ოთახში შესვლისთანავე ათბობს ატმოსფეროს და მყისიერად ჩნდება ნდობა ტკბილი, მომხიბვლელი და ნაზი ადამიანის მიმართ. განცდა არის, რომ ბავშვობიდან ძველი მეგობარი გაჩნდა. მართლაც მზრუნველები არიან, გულწრფელად თანაუგრძნობენ რთულ მდგომარეობაში მყოფებს, მაგრამ ეს არის საზოგადოებაში გარეგანი გამოვლინება. ის მალავს შინაგან დაუცველობას, დაუცველთა დახმარების სურვილის მიღმა. მისთვის ცხოვრებაში მთავარი ფასეულობებია ოჯახი და სახლი. მიუხედავად მისი კარიერული მისწრაფებისა და მოგზაურობის სიყვარულისა, მისთვის მნიშვნელოვანია დაბრუნდეს მყუდრო ნაცნობ ატმოსფეროში და აღიდგინოს ენერგია. ის ყოველთვის მზადაა უანგაროდ დასახმარებლად, იცის მოსმენა და უფრო მოსწონს კიდეც ვიდრე ლაპარაკი. ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა ხსნის დაძაბულ ატმოსფეროს და ამშვიდებს. აქვთ თანდაყოლილი თანაგრძნობის უნარი, გრძნობენ სხვისი ნეგატიური ემოციების ინტენსივობას, ამიტომ  ცდილობენ მხარი დაუჭირონ ავადმყოფებს ან რაიმე სხვა პრობლემების მქონე ადამიანებს. აქვთ მოთხოვნილება ემოციურ ურთიერთობაში შევიდნენ ადამიანებთან. გარეგნული მახასიათებლებია: მრგვალი ბავშვური სახე, ფერმკრთალი კანი, მელანქოლიური ტემპერამენტი, სირბილე, სიმორცხვე, მგრძნობიარე, თავშეკავებული, სირთულეები საკუთარი თავის წარმოჩენისას, მაგრამ მყისიერი ემოციური პასუხი სხვა ადამიანის ინიციატივაზე კომუნიკაციის ან მეგობრობის წამოწყებასთან დაკავშირებით. ისინი პირველ კომუნიკაციაზე ცოტათი დახურულები არიან. ხშირად შეცდომაში შეჰყავს ადამიანები ამ მდებარეობას, რადგან გარედან ხელმისაწვდომები, რბილები ჩანან ამ დროს კი შეიძლება რუკაში სულაც არ იყოს მსგავსი სიტუაცია. ისინი არიან შესანიშნავი ფსიქოლოგები, დაწყებითი სკოლის მასწავლებლები, ექიმები, ძიძები, ექთნები, მკურნალები, საბავშვო თეატრების მსახიობები და მზარეულები. ემოციური ხასიათი მოითხოვს თვითგამოხატვას სცენაზე, უამრავ ადამიანთან კომუნიკაციაში.

ასევე საინტერესოა

სატურნის დაბრუნება. ნაწ I ასტროლოგია
22.01.2022

სატურნის დაბრუნება. ნაწ I

რა არის სატურნის დაბრუნება, რატომ ეშინიათ მისი და როგორ შევამსუბუქოთ ნეგატიური ენერგიები ამ...

კარმული კვანძების ასპექტები ასტროლოგია
27.07.2025

კარმული კვანძების ასპექტები

გამოკვეთილი კარმული მისია ნატალურ რუკაში კარმული კვანძები (კეტუ და რაჰუ) სულის ევოლუციის გზებსა...

კარიერული წარმატებების მაჩვენებლები ნატალურ რუკაში ასტროლოგია
10.07.2024

კარიერული წარმატებების მაჩვენებლები ნატალურ რუკაში

ნატალური რუკით კარიერული შესაძლებლობებისა და პროფესიული მიმართულების განსაზღვრა შესაძლებელია....

მზე ურანის ასპექტები ასტროლოგია
01.02.2022

მზე ურანის ასპექტები

➡️მზე ურანის შეერთება. დადებით გამოვლინებაში თუ შეერთება დაზიანებული არაა გვაძლევს...