აღმავალი კვანძი კირჩხიბი — დაღმავალი კვანძი თხის რქა

მთვარის კვანძები მოძრაობენ ყველა პლანეტისგან საწინააღდეგო მიმართულებით, რაც იმაზე მიგვანიშნებს რომ ისინი ჩვენ გვაძლევენ შესაძლებლობას „შემოვაბრუნოთ“ კარმა, გადავიხადოთ ვალები, გამოვამჟღავნოთ საკუთარი არსი. კვანძები ასევე გვეხმარება გამოვიწვიოთ კოსმოგრამაში დისონანსი ანუ ის მომენტი, როცა ჩვენ უფრო გვიადვილდება ვომოძრაოთ პლანეტების საწინააღდეგოდ. საერთო ჯამში ისინი გვაჩვენებენ გზას, რომლისკენაც ჩვენ უნდა ვისწარფვოდეთ (აღმავალი კვანძი) და რომელშიც გამოცდილება გვაკლია, ასევ დაღმავალი კვანძის გზასაც გვიჩვენებნ, რომლშიც დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ თავისუფლები ვართ არჩევანში: შეგვიძლია ვიაროთ როგორც დაღმავალი კვანძის გზით (რომელიც უფრსკულამდე მიგვიყვანს) და შეგვიძლია ავირჩიოთ უფრო რთული და ჩვენთვის გამოუცდელი აღმავალი კვანძის გზა (სულიერი ზრდა და კარმის გაწმენდა). არსებობს კიდევ „შუა“ გზა – როელსაც არასად არ მივყავართ, ვართ სიცარიელეში და უაზრო არსებობაში, რაც მომდევნო თქვენს კარმას ამ ცხოვრების კარმას დაუმატებს.
რისთვის ეძლევა ადამინს მთვარის კვანძები- დასასჯელად თუ გამოსაცდელად? როდის იბადებიან ადამინები ძლიერი მთვარის კვანძებით? ყველაზე ძლიერი კვანძი აქვს მზის ან მთვარის დაბნელების დროს დაბადებულ ადამიანებს (როცა მთვარე და მზე ერთმანეთს ხვდებიან (შეერთების ასპექტი) ან ერთმანეთის საწინაღდეგოდ დგანან (ოპოზიცია) – მაშინ ხდება დაბნელება). ასეთი ასტრონომიული ფაქტორის დროს ანუ დაბნელების დროს და ახლოს ყოველთვის ხდება ფატალური სიტუაციები. ეს ერთგვარი ასტროლოგიური აქსიომაა : დაბენელების პერიოდში ან მასთან ახლოს დაბადებული ადამიანები ფატალური ბედის მქონე ადამიანები არიან. და რაც უფრო ნაკლები მაძილია მნათობებს და კვანძებს შორის, მით უფრო ძლიერი მთვარის კვანძი და მით უფრო ბევრი პრობლემები აქვს ადამინს კარმის შესრულების გზაზე, მით უფრო გადატვირთულია მისი კარმული პროგრამა.

აღმავალი კვანძი (რახუ) კიბო – დაღმავალი კვანძი (კეტუ) თხის რქა
წინა ცხოვრებაში ამ სულმა შეძლო დიდი წარმატების მიღწევა მისთვის მიცემული შესაძლებბლობებით, ახლა ის აქ არის რათა გასცეს.
(ელის ლოფრედო -„სრულყოფილება ერთობაშია: ასტროლოგია, კარმა და თქვენ“)
მთვარის კვანძების ამ მდებარეობის პერიოდები:
27.10.1925 – 17.04.1927
12.05.1944 – 04.12.1945
24.12.1962 – 26.08.1964
21.09.1981 – 17.03.1983
10.04.2000 – 08.10.2001
ამ კარმის საყრდენია – პირადი და სოციალური უსაფრთხოება.
აღმავალი კვანძი: კიბო – მგრძნობელობა, აღზრდა, მზრუნველობა, ემოციურობა, მდიდარი წარმოსახვა, მსუბუქი, ხასიათის ცაველაბადობისკენ მიდრეკილება.
დაღმავალი კვანძი: თხის რქა – პატივმოყვარეობა, ამბიციურობა, პასუხისმგებლობა, გამბედაობა, კონსერვატიზმი, თავშეკავებულობა, სიმკაცრე, დესპოტიზმი, შრომისმოყვარეობა.
კარდინალური ღერძი – ამ შემთხვევაში ადამიანის ნებისყოფაზეა კარმის შესრულება დამოკიდებული ანუ შეუძლია თუ არა ადამიანს ობიექტურად შეაფასოს მისთვის მოცემული გარემოებები, რაც კარდინალურ ნიშნებში საკმაოდ რთული გასაკეთებლია.
კარმული მოვლენები , როცა აღმავალი კვანძი (კეტუ) თხის რქაშია
თუ თქვენ პირად რუკაში აღმავალი კვანძი კიბოშია, ხოლო დაღმავალი თხის რქაში ეს ნიშნავს რომ თქვენი კარმული ისტორია მდიდარია გამარჯვებებით და მიღწევებით. არაერთი ინკარნაცია დაგჭირდათ იმისთვის რომ საკუთარი თავისთვის წაგეყენებინათ რთული და პრეტენზიული მიზნები და მერე დღე და ღამეს ასწორებდით, რათა მიზმანდე მიგეღწიათ.
შესაძლებელია თქვენ იყავით ერთი ჩვეულებრივი ქალი, რომელმაც საერთაშორისო კოსმეტიკის დიდი იმპერია შექმნა და ამ ყველაფრის დასაწყისი თქვენი სამზარეულო იქნებოდა, როცა ბაღიდან მოკრეფილი კიტრის ნარჩენებით სახის ნიღაბი გააკეთეთ. ან სულაც შეიძება სხვა სახის იმპერია ააშენეთ: თავისუფლებისთვის მებრძოლი, რომელიც რთულ პირობებში გაიზარდა, რომელმაც თანამოაზრეები შემოიკრიბა, გახდა მათი ლიდერი, წინ აღუდგა მჩაგვრელ სისტემას და შედეგ სათავეში ჩაუდგა ახალ ხელისუფლებას. და ამ ყველაფრის ფონზე თქვენ ისე გაგიტაცათ პრივილეგიებმა და შესაძლებლობებმა, რომესაც თქვენი წარმატება გაძლევდათ, რომ მსხვერპლად შესწირეთ თქვენი პირადი ცხოვრება. საბოლოოდ კი ამ ცხოვრებაში ქვეცნობიერად გამოყოლილი ფასეულობები ნიშნავს, რომ ხშირად იქნებით მოტყვილებული მსგავს გარემოებებში, რაც წარმატებას და მიღწევებს გპირდებათ. ხშირად დაისახავთ მიზნებს, რომლის შესრულებასაც ფიზიკურად ვეღარ შეძლებთ და ვერ გააცნობიერებთ სინადვილეში ეს წარმატება ისევ გჭირდებათ თუ არა.
ფსიქოლოგიური თავისებურებები
ბავშვობიდანვე დაღმავალი კვანძის ზეგავლენა ძალიან შესამჩნევია – შრომისმოყვარეობა, სოციალურის სტატუსის მიმართ დამოკიდებულება. თუ თვლის საჭიროდ შეუძლია გახდეს შეუმჩნეველი და გაერიოს მასებში და არ წავიდეს სხვაზე წინ. არ უყვართ კრიტიკა. თითქოს არ ითვალისწინებენ სხვის რჩევებს, მაგრამ სინადვილეში ყველა რჩევა გადმოაქვთ პრაქტიკაში, რაც მათ სოციალური სტატუსის ამაღლებაში დაეხმარებათ (მაგალითად იყოს ყველაზე გამორჩეული მსწავლე). ასევე ძლიერია ცხოვრების მატერილური მხარე.
რას მოითხივს აღმავალი კვანძი კიბოში:
ადამიანი უნდა გადაერთოს თავის ოჯახზე. მაგრამ მას ბავშვობიდან აქვს უნარი კარგად დამალოს თავისი ნაკლოვანებები და სხვისი ნაკლოვანებები კარგად გამოაჩინოს. არ შეუძიათ პატიება. ძალიან მომთხოვნები არიან სხვების მიმართ. ეს გამოიხატება როგორც ორმაგი სატურნი – კიბოში=0 , თხის რქაში=6 და ადამიანი ძალაუნებურად თავის გარშემო იშენებს ბარიკადებს და შორდება ადამინებს. ემოციები ძლიერი აქვს, ასევე დამოკიდებული არიან სხვის ემოციებზე, მაგრამ მალავენ ამ ყველაფერს და გვერდიდან ძალიან ამპარტავნები ჩანან, რაც კიდევ უფრო თრგუნავთ მათ. არ აძლევს საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას, რადგან ფირქრობს რომ თუ გულღია იქნება ადამიანები მის წინააღდეგ გამოიყენებენ მის ამ ჩვევას. მას აქვს ძიერი პასუხიმგებლობის გრძნობა, არ აძლევს საკუთარ თავს ნებას იყოს სუსტი და სხვაზე დამოკიდებული. 30 წლის ასაკიდან იწყება კრიზისი და რაც უბიძგებს გააკეთოს არჩევანი პრიორიტეტებში. ნელნელა შეიგნებს, რომ აუცილებელია შექმნას ოჯახი, იყოს მომთბენი და თავისი სიყვარული გამომაჟღავნოს ლოკალურად მაინც თავის ოჯახის ფარგლებში.
მაგრამ სოციალურიდან ოჯახურ გარემოში გადართვა საკმაოდ რთულია- მისთვის ოჯახი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას, რაც რათქაუნდა მცდარი შეხედულებაა, რადგან თუ დაძლევს შიშს და შექმნის ოჯახს, კარმულად კარიერაშიც წინსვლა ელოდება.
ცხოვრებისეული დანიშნულება- ქონდეთ საკუთარი სახლი, სადაც უსაფრთოება და სიმყუდროვე იქნება, შექმნას ოჯახი, რომელზეც იზრუნებს და დაიცავს. მოძებნოს სამსახური, რომელიც ხელს არ შეუშლის ოჯახურ ცხოვრებას. ამ მიზნის განხორციელების შემდეგ კარმულად მოდის როგორც ფიზიკური ,ასევე სულიერი კავშირი და სიახლოევე ქორწინებაში, ახლობლებთან და მეგობრებთან. აუცილებელია ტრადიციების დაფასება და გაგრძლება, როგორც ოჯახური ასევე ეროვნული. აუცილებელია საკუთარი ემოციების მართვა და ყველა ემოციური მოთხოვნილების დაკმაყოფილება სულიერ დონეზე, რადგან სწორედ ემოციებზე დამყარებული ურთიერთოების განვითარებაა მისი კარმა.
მითითებები კარმული ვალის შესასრულებლად:
• დაიბრუნოთ გრძნობები და ქვეცნობიერის სიბრძნე
• იზრუნოთ საკუთარ თავზე
• შემოიკრიბოთ ირგვლივ ადამინები
• არ გამოიფიტოთ საკუთარი თავი
თუ დაღმავალ კვანძთან მოთავსებულია პლანეტები, თუნდაც შეერთების გარეშე ეს სირთულეებს ნიშავს -ადამიანი მისწარფებული იქნება ძალაუფლებისკენ. სწორედ ამ პლანეტების ენერგია ხელს უშლის ადამინის ცხოვრების გზა შეიცავლოს და დაღმავალიდან აღამავალი კვანძისკენ წავიდეს. დაღმავალი კვანძით სიარული ყოველთვის უფრო მარტივია. ასეთ შემთვევაში როცა ის გახდება 36, 5 წლის (კვანძების შემობრუნების დროს) მას ექნება კარიერული დაცემა და მარცხი. და მხოლოდ ამის შედეგ დაიწყებს ოჯახის შექმნაზე ფიქრს. (პ.ს. ეს პრონციპი მოქმედებს კვანძების ნებისმიერ მდებარეობაზე).
კვანძების შემობრუნების ნახევარციკლის დროს – დაახლოებით 18, 36 და 45 წლის ასაკში, თუ ადამიანი არ გადაერთვება აღმავალი კარმის გზაზე, მოხდება პროგრამული შეცდომა სამხრეთ კვანძიში (მოვლენები, უბედური შემთვევები, უსიამოვნებები) რაც მას უბიძგებს აღმავალი კვანძის გზით სიარულისკენ. ( ნახევარციკლი ნიშნავს, როცა ტრანზიტული აღმავალი კვანძი უერთდება ნატალურ დაღმავალ კვანძს).

(პაველ გლობას მიხედვით)
თქვენ წინა ცხოვრებაში იცხოვრეთ გამორჩეულად, „გამოიმუშავეთ“ ინდივიდუალიზმი, მიაღწიეთ რაღაც მაღალ მიზანს. თუ თქვენ ახლაც გააგრძელებთ დაღმავალი კარმით ცხოვრებას გახდებით გარიყული, მარტოსული და ყველსგან განზე გამდგარი – ეს ყველაფერი გამოიწვევს შინაგან ჩაკეტვას, ეგოიზმის განვითარებას, ემოციების დაქვეითბას, დესპოტიზმს. ყოველთვის გარიყავთ ადამინებს თქვენი ცხოვრებიდან.
სწორედ ამიტომ საჭიროა უარი თქვათ თხის რქის ცუდ თვისებებზე: დესპოტიზმზე, საკუთარი თავისგან იმაზე მეტის მოთხოვნა ვიდრე შეგიძლიათ. საჭიროა გახდეთ მომთბენი, კონცენტრირებული და მშვიდი, ანუ მხოლოდ თხის რქის საუკეთესო თვისებები განავითაროთ.
თქვენი მთავრი მიზანია – შეგუება, იცხოვროთ ახლობელებისთვის,ოჯახისთვის. დაუბრუნდეთ თქვენს ფესვებს (განსაკუთრებით ოკულტური თვალსაზრისით, რათა კარგად შეისწავლოთ წინაპრების ტრადიციები), იყოთ პატრიოტი, ალტრუისტი, პატივი სცეთ უფროსებს. უნდა გაიმეოროთ წინაპრების გზა, ანუ ამომავალი წერტილი იყოს ტრადიციები და ისტორია, როგორც ოჯახის ასევე სამშობლოსი. მნიშვნელოვანია რეტროსპექტული (წარსულისაკენ მიმართული, წარსულის განხილვისადმი მიძღვნილი) ცხოვრების გზა, უნდა შეისწავლოთ და გამოიყენოთ ოკულტური და საიდუმლო სწავლებები.

ცნობილი პერსონები იგივე კარმული კვანძებით: ბახი (65 წელი), ჰიტლერი (56 წელი), ლერმონტოვი (27 წელი), საფრანგეთის მეფე ჰენრიხ 4 (56 წელი), ფიდერ კასტრო (მიდის ნათელი გზით – 56 წელი), ჩარლი ჩაპლინი (88 წელი), მარკიზ დე სადი (75 წელი), რობესპერი (36 წელი), მერლინ მონრო (35 წელი). ალფრედ ნობელი (63 წელი ), ლენინი (53 წელი), რობერტ კენედი (42 წელი – ეს აშკარად ვერ ასრულებდა კარმას).
სახლი რომელშიც მოთავსებულია მთვარის დაღმავალი კვანძი, მიგვითითებს ცხოვრების იმ სფეროზე სადაც ფიალები შევსებულია, ხოლო აღმავალი კვანძი სიმბოლირდება ცარიელ ფიალებთან ანუ სფეროებთან.

მოამზადა: Nina Ge(22042013)

აღმავალი კვანძი სასწორი – დაღმავალი კვანძი ვერძი

მთვარის კვანძები მოძრაობენ ყველა პლანეტისგან საწინააღდეგო მიმართულებით, რაც იმაზე მიგვანიშნებს რომ ისინი ჩვენ გვაძლევენ შესაძლებლობას „შემოვაბრუნოთ“ კარმა, გადავიხადოთ ვალები, გამოვამჟღავნოთ საკუთარი არსი. კვანძები ასევე გვეხმარება გამოვიწვიოთ კოსმოგრამაში დისონანსი ანუ ის მომენტი, როცა ჩვენ უფრო გვიადვილდება ვომოძრაოთ პლანეტების საწინააღდეგოდ. საერთო ჯამში ისინი გვაჩვენებენ გზას, რომლისკენაც ჩვენ უნდა ვისწარფვოდეთ (აღმავალი კვანძი) და რომელშიც გამოცდილება გვაკლია, ასევ დაღმავალი კვანძის გზასაც გვიჩვენებნ, რომლშიც დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ თავისუფლები ვართ არჩევანში: შეგვიძლია ვიაროთ როგორც დაღმავალი კვანძის გზით (რომელიც უფრსკულამდე მიგვიყვანს) და შეგვიძლია ავირჩიოთ უფრო რთული და ჩვენთვის გამოუცდელი აღმავალი კვანძის გზა (სულიერი ზრდა და კარმის გაწმენდა). არსებობს კიდევ „შუა“ გზა – როელსაც არასად არ მივყავართ, ვართ სიცარიელეში და უაზრო არსებობაში, რაც მომდევნო თქვენს კარმას ამ ცხოვრების კარმას დაუმატებს.
რისთვის ეძლევა ადამინს მთვარის კვანძები- დასასჯელად თუ გამოსაცდელად? როდის იბადებიან ადამინები ძლიერი მთვარის კვანძებით? ყველაზე ძლიერი კვანძი აქვს მზის ან მთვარის დაბნელების დროს დაბადებულ ადამიანებს (როცა მთვარე და მზე ერთმანეთს ხვდებიან (შეერთების ასპექტი) ან ერთმანეთის საწინაღდეგოდ დგანან (ოპოზიცია) – მაშინ ხდება დაბნელება). ასეთი ასტრონომიული ფაქტორის დროს ანუ დაბნელების დროს და ახლოს ყოველთვის ხდება ფატალური სიტუაციები. ეს ერთგვარი ასტროლოგიური აქსიომაა : დაბენელების პერიოდში ან მასთან ახლოს დაბადებული ადამიანები ფატალური ბედის მქონე ადამიანები არიან. და რაც უფრო ნაკლები მაძილია მნათობებს და კვანძებს შორის, მით უფრო ძლიერი მთვარის კვანძი და მით უფრო ბევრი პრობლემები აქვს ადამინს კარმის შესრულების გზაზე, მით უფრო გადატვირთულია მისი კარმული პროგრამა.

აღმავალი მთვარის კვანძი (რაჰუ) –სასწორში
დაღმავალი მთვარის კვანძი (კეტუ) – ვერძში

მთვარის კვანძების ეს მდებარეობა იმ ადამიანთა ნათლურ რუქაშია, რომლებიც დაიბადნენ:
12.09.1939-23.05.1942, 17.06.1958-15.12.1959, 08.01.1977-05.07.1978, 01.08.1995-24.01.1997


სასწორი – ეს ჰაერის სტიქიის ნიშანია, თანაც „ზრდასრული“ (რადგან ზოდიაქოს რკალის მე-3 კვადრატშია). მისი ეს მდგომარეობა და თვისებები თქვენ გაძლევთ კომუნიკაბელურობას და უშუალობას ურთიერთობებში.
დაღმავალი კვანძი ზოგადად მიგვითითებს იმ თვისებებზე, რაც თანდაყოლილი გვაქვს, რაც გვიადვილდება, ხოლო აღმავალი კვანძი პირიქით რაც ამ ეტაპზე უნდა ვისწავლოთ და შევითვისოთ.
წინა ცხოვრებაში თქვენ ვერძის პროგრამა გაქვთ დამუშავებული, რაც იმას ნიშნავს რომ ახლა გეკრძალებათ ვერძობა. ანუ არ უნდა იყოთ მოუთბენელი, უხეში, ზემეტად აქტიური, სნობი, არ არის საჭირო პირველობისთვის სწრფვა და ამის ფონზე სხვებზე „ჩლიქებით“ გადავლა. ამ ეტაპზე თქვენი მისიაა შეინარჩუნოთ და გამოიყენოთ ვერძის მხოლოდ დადებითი და ჰარმონიული თვისებები (სიმამაცე, დამოუკიდებლობა, მუდმივი მზადყოფნა დაეხმაროთ სხვებს), რომლებიც დაგეხმარებათ დაამუშავოთ სასწორის პროგრამა.

რას ნიშნავს სასწორის პროგრამის დამუშავება?
თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიუხედავათ, თქვენ მოგიწევთ დაემსგავსოთ სასწორს. უნდა ისწრაფვოდეთ შინაგანი წონასწორობისკენ, სიმშვიდისკენ, სამრთლიანობისკენ, ჰარმონიისკენ ყველგან და ყველაფერში. უნდა შეეცადოთ არ იყოთ სულსწრაფი, არ გაასწროთ მოვლენებს. თვენთვის აუცილებელია გამოიმუშავოთ მოთბინების უნარი (რაც საკმაოდ ძნელი იქნება). უნდა იყოთ მუდამ კეთილგანწყობილი. თქვენი მთვარი ამოცანა ამ ცხოვრებაში არის გახდეთ ბრძენი, ყველაფერი აწონ-დაწონოთ და შედეგ მიიღოთ გადაწყვეტილებები.
ასევე მნიშვნელოვანია შეიცნოთ რა არის თავგანწირვა სხვა ადამინებისთვის. დაივიწყეთ ეგო, ის ხელს გიშლით კარმის დამუშავებაში. დაღმავალი ვერძში ეს არის თქვენი წინა ცხოვრების გამოცდილება, სადაც პირველობა გევალებოდათ, სადაც მთვარი იყო „მე“, ახლა ყველაფერი პირიქითაა. და თქვენში თუ მაინც ვერძი „იბრძვის პირველობისთვის“ ეს ძალიან მტკივნეულეად და უხეშად აისახება თქვენს ახლანდელ ცოხვრებაზე, როდესაც სასწორი ურთიერთთანამშრომლობას და სხვების აზრის გათვალისწინებას გთხოვთ. სწორედ ამიტომაა ეგოს მაქსიმალურად დაქვეითება საჭირო. შეეცადეთ პრობლემები რადიკალური ზომების მიღების გარეშე გადაჭრათ, რადგან სწორედ მოთბინებაშია თვენი ბედნიერება. საბოლოო ჯამში, მთვარია გააცნობიერთ, რომ ძლიერი იდივიდუალობის შეგრძნება, რომელიც წინა ცხოვრებიდან გაქვთ თანდაყოლილი პირადი ცხოვრების მოსაწყობად კი არა, სხვა ადამინებისთვის ჰარმონიული გარემო პირობების შექმნაში გამოიყენოთ. ხშირ შემთხვევაში ადამიანები, ასეთი კვანძების მდებარეობით სიჯიუტით და თვითენბობით გამოირჩევიან, სხვების აზრის გათვალისწინება მათტვის უცხოა და გონიათ, რომ ეს ხელს უშლით წინსვლაში.
სინამდვილეში, ნებსმიერი კარმული კვანძების მდებარება გავძლევს იმას, რომ დაღმავალი უფრო აქტიურად გამოვლინდება და ცდილობს ამ რეინკარნაციაშიც წინა ცხოვრების პრონციპებით იცხოვროს, საბოლოო ჯამში როცა გონია, რომ მიზნისკენ მიდის, ან მიზანს მიაღწია, სწორედ მაშინ ხვდება რომ აღარ ადგება ძველი ცხოვრების გამოცდილება და საჭიროა რაღაც ახალი მიდგომა. სასწორი-ვერძის შემთხევავშიც ასეა: როცა თქვენში ვერძის წინ გარბის, მიზნისკენ და ცდოლობს მარტომ და პირვლმა გადალახოს ბარიერები, მიზანთან მისვლისას აღმოაჩენს, რომ მაინც არ არის ბედნიერი და კმაყოფილი, რადგან სასწორი მისგან კომუნიკაციას და სხვა ადაინებთან ყველაფრის გაზიარებას ითხოვს.
მთვარის კვანძების ასეთი მდებარეობით ადამინანების უმრავლესობა ჯიუტი და ზედმეტად თავდაჯერებულია. ახლა მათ უწევთ ამ თვისებებზე უარის თქმა, რათა უფრო მეტი ურთიერთობები დაამყარონ და სხვისი აზრის გაითვალისწინონ. წინააღდეგ შემთხვევაში ბევრი მოვლენა მათ ცხოვრებაში ძალინ მტკივნეულ შედეგებს იძლევა – მაგალითად ის რაც ყველაზე ძალინა სურს ან ჭირდება, ყოველთვის სხვას ხვდება წილად, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თავის სურვილებში სხვებს არ ითვალისწინებს და ვერძულად იქცევა. ხშირად ასეთ შემთხვევებში ძალინ ეჭვიანები და მესაკუტრეები ხდებიან, ძალისხმევას არ იშურებენ სასურველის მისაღებად, მაგრამ შედეგი ისევ უარყოფითია და უარყოფითი იქნება მანა, სანამ არისწავლიან სხვა ადამინებთან თანაარსებობას.
ცნობილი ადამიანები: მოდილიანი (37), ივანე მრისხანე, ტოლსტოი (82).

ტრანზიტულად: 18.02.2014-დან 12.11.2015-მდე აღმავალი კვანძი იქნება სასწორში, ხოლო დაღმავალი ვერძში.
ეს ნიშნავს, რომ წინა პლანზე წამოიწევა სასწორის სფერობი და მათი ათვისება, მათში პრობლემების მოგვარება და ჰარმონიის დამყარება. ეს სფეროებია – პირადი და პარტნიორული ურთიერთობები, სასამრთლო სფერო და ყველაფრის კანონის ფარგლებში მოგვარება. ეს ყველაფერი კი აუცილებელია როგორც პირად, ისე სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაშიც, რადგან წლის განმავლობაში კარდინალურ ჯვართან ( მარსი-ურანის ოპოზიცია და პლუტონი-იუპიტერის ოპოზიცია) კვანძების ასპექტები საკმაოდ ფატალურ შედეგებს გამოიღებს, თუ ყურადღება არ მიექცა სამრთლიანობის, ადამინაის უფლებების და უსაფრთხოების საკითხებს.

მომაზადა: Nina Runes
“ეზოთერული სახელოსნო”

დირექტიული მთვარის კვანძები

 

 როგორც ყველა თემაში, ასტროლოგიაშიც არის ”შავი ყუთები”  ანუ თემები, რომლებიც აქსიომად მიღებულია და არ ვიცით მათი მუშაობის პრინციპები, უბრალოდ ვიცით რომ  კონკრეტულად ესა თუ ის შედეგი აქვს. 

რეტროგრადული და დირექტიური მთვარის კვანძების შემთხვევაში შავი ყუთი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება, რადგან არსებობს თითქმის იმდენი მოსაზრება რადენი ასტროლოგიური სკოლა და მიმდინარეობაც არის.

მოდი შევეცადოთ მივყვეთ ლოგიკურად და ისე დავალაგოთ, რომ აღქმა გაგვიადვილდეს, მით უფრო ასტროლოგია გვაძლევს ლოგიკური მსჯელობის საშუალებას (ზოგისთვის რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს).

რამდენიმე მოცემულეობა რაც დაგვჭირდება:

  • კვანძები და პლანეტები – ნათალურ და კარმულ ასტროლოგიაში სხვადასხვა ჭრილში განიხილება, ანუ მედალს რომ 2 მხარე აქვს ის ამბავია.
  • რეტროგრადული პლანეტები მიანიშნებენ ”გადმოყოლილ” დაუმუშავებლ თემებს, რომელთა დამუშავებაც კრიტიკულად აუცილებელია ამ ეტაპზე.
  • რადგან კვანძების ბუნებრივი მოძრაობა რეტროგრადულია მაშინ დირექტულობა ( სწორადმავალობა) მათთში გამოიწვევს არაბუნებრივ თვისებებს.

აქვე გავიხსენოთ რა არის მთვარის აღმავალი და დაღმავალი კვანძი, მოვიყვან ნაწყვეტს წიგნიდან:


აღმავალიმთვარისკვანძი (რაჰუ)  დაღმავალიმთვარისკვანძი (კეტუ)

გრაფიკული აღნიშვნა-აღმავალი კვანძი, გზის, აღმართის სიმბოლო. დაღმავალი-ჭურჭელი, თასი.

ასტრონომიულად აღმავალი კვანძი მიუთითებს აღმასვლას, აღმართს. ხოლო დაღმავალი- დაღმასვლას, დაღმართს. კარმა, ბედის ბუღალტრული ბალანსები, ცოცხალი და მკვდარი წყალი, წარსული და მომავალი.

სიმბოლოს ძირითადი მნიშვნელობები: კარმა, წარსული და მომავალი, ცხოვრებისეული ამოცანები.


  
მთვარის კვანძები  ესაა მთვარის ორბიტის გადაკვეთის წერტილი ეკლიპტიკის სიბრტყესთან, რომელიც დაკავშირებულია მთვარისა და მზის დაბნელებებთან.  მარტივად რომ ავხსნათ, ესაა  მთვარის ორბიტის და მზის ორბიტის გადაკვეთა  ეკლიტიკაზე (იხ. ილუსტრაცია).

ზოდიაქოს მთლიანი წრის გავლის პერიოდია 18,6 წელი.კვანძები ყოველთვის იმყოფებიან ერთმანეთის საპირისპიროდ 180 გრადუსის დაშორებით და მუდამ წყვილში განიხილებიან.ეს ერთადერთი ობიექტია ასტროლოგიაში (ჩვენს მიერ  განხილულიდან), რომელიც  მზის, მთვარისა და სხვა პლანეტების საწინააღმდეგოდ მოძრაობს, გრადუსების კლების მიხედვით.

მთვარის კვანძების წერტილები არ წარმოადგენენ მატერიალურ  ობიექტებს. ეს  სივრცის განსაკუთრებული წერტილებია,  თავისუფალი ინფორმაციის ენერგეტიკული  კოლტები, ამიტომ მათ  ფიქტიურ პლანეტებს უწოდებენ.

როგორც ზემოთ ავღინიშნა, მთვარის კვანძები მოძრაობენ ყველა პლანეტისგან საწინააღდეგო მიმართულებით, რაც იმაზე მიგვანიშნებს რომ ისინი ჩვენ გვაძლევენ შესაძლებლობას „შემოვაბრუნოთ“ კარმა, გადავიხადოთ ვალები, გამოვამჟღავნოთ საკუთარი არსი. კვანძები ასევე გვეხმარება გამოვიწვიოთ კოსმოგრამაში დისონანსი ანუ ის მომენტი, როცა ჩვენ უფრო გვიადვილდება ვიმოძრაოთ პლანეტების საწინააღდეგოდ.

საერთო ჯამში ისინი გვაჩვენებენ გზას, რომლისკენაც ჩვენ უნდა ვისწარფვოდეთ (აღმავალი კვანძი) და რომელშიც გამოცდილება გვაკლია, ასევ დაღმავალი კვანძის გზასაც გვაჩვენებენ, რომელშიც დიდი გამოცდილება გვაქვს

არის მოსაზრება, რომ კატეგორიულად არ შეიძლება დაღმავალი კვანძის გზით სიარული ცხოვრებაში, რადგან ეს უკვე დახურული და შესრულებული თემაა და ადამიანს პირდაპირ მოუწოდებენ აღმავალი კვანძის პრინციპებზე გადასვლას, რაც საკმაოდ მტკივნეული და ხანდახან შეუძლებელიც არის (რადგან აქ არანაირ გამოცდილება არ აქვს).    ასტროლოგია არის ჩვეულბრივი გეომეტრია, რომელშიც არსებობს ლოგიკური , მიზეზ-შედეგობრივი პასუხები.  კვანძების შემთხვევაშიც არ არსებობს უკიდურესობა და ულტიმატუმი, რადგან მთვარის კვანძები ყოველთვის ერთმანეთის ოპოზიციაში იმყოფებიან, ოპოზიციური ნიშნები კი როგორც გვახსოვს ავსებენ ერთმანეთს. ეს იგივეა ადამიანს თანდაყოლილი სიმღერის ნიჭი ქონდეს და აუკრძალო სიმღერა, რადგან უკვე კარგად იცის და ისწავლოს მაგალითად  ორგანული ქიმია, როცა შეიძლება ადამიანი სწავლობდეს ორგანულ ქიმიას და  განწყობის შესაქმნელად ან შრომისნაყოფიერების ასამაღლებლად პერიოდულად მღეროდეს.  მარტივად,  ის გამცდილება რაც დაგროვილი აქვს ადამიანს დაღმავალი კვანძის თემაში აუცილებლად უნდა გამოიყენოს მიმდინარე მისიის შესასრულბლად.


რისთვის ეძლევა ადამიანს მთვარის კვანძები- დასასჯელად თუ გამოსაცდელად? როდის იბადებიან ადამინები ძლიერი მთვარის კვანძებით? ყველაზე ძლიერი კვანძი აქვს მზის ან მთვარის დაბნელების დროს დაბადებულ ადამიანებს (როცა მთვარე და მზე ერთმანეთს ხვდებიან (შეერთების ასპექტი) ან ერთმანეთის საწინაღდეგოდ დგანან (ოპოზიცია) – მაშინ ხდება დაბნელება). ასეთი ასტრონომიული ფაქტორის დროს ანუ დაბნელების დროს და ახლოს ყოველთვის ხდება ფატალური სიტუაციები. ეს ერთგვარი ასტროლოგიური აქსიომაა : დაბენელების პერიოდში ან მასთან ახლოს დაბადებული ადამიანები ფატალური ბედის მქონე ადამიანები არიან. და რაც უფრო ნაკლები მაძილია მნათობებს და კვანძებს შორის, მით უფრო ძლიერია მთვარის კვანძი და მით უფრო ბევრი დაბრკოლება აქვს ადამიანს კარმის შესრულების გზაზე, მით უფრო გადატვირთულია მისი კარმული პროგრამა.

აღმავალი კვანძი ესაა პროგრამა და უნარები , რომლებიც უნდა ვისწავლოთ მიმდინარე ინკარნაციაში, ხოლო დაღმავალი კვანძის პროგრამები და თემები ეს შეიძლება იყოს, როგორც თანდაყოლილი ნიჭი (უკვე დამუშავებული პროგრამა), ისე თემები, რომლის დამუშავებაც ვერ მოასწრო ადამიანმა ადრე და პარალელურად ახლა უწევს ამ თემებზეც მუშაობა. დაუმუშავებელი დაღმავალი კვანძის თემები ერთგვარი „აქილევსის ქუსლია“.


 არის ასეთი ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ  ამ შემთხვევაში  კვანძები წავიკითხოთ პირიქით  ანუ აღამავალი განვიხილოთ დაღავალის ადგილას და დაღმავალი აღმავალის მაგვირად, რაც იმას ნიშნავს რომ  სამყარო ადამინისგან ითხოვს დაღმავალი კვანძის გზით სიარულს.
ლოგიკურად თუ მივყვებით ეს არ იქნება სწორი მიდომა,  ადამიანი დირექტული კვანძებით უფრო ”შენელებულია”, რადგან  წარსული გამოცდილება ისედაც ბუნდოვანია ჩვენთვის და ინსტიქტების და ინტუიციის დონეზე გვაქვს, ხოლო ”მომავალი გამოცდილება” რომელიც უნდა შევიძინოთ ასეთი ადამინეისთვის უფრო ილუზორულია, ვიდრე ბუნებრივი კვანძებით ადამინებისთვის.  ამიტომ  ხშირად პრაქტიკაში  ასეთი ადამიანები არიან შენელებულები დროში, ზარმაცი მათზე არ ითქმის, მაგრამ ყოველთვის ჭირდებათ  რომელიმე ტრანზიტული ასპექტი, რომ კვანძების თემა ამუშავდეს. ხანდახან ისეც ხდება, რომ  თემები რომლებიც წლების განმავლობაში ვერ გაიზრეს და გააცნობიერეს, წუთებში აღიქვამენ. სწორედ ასეთ დროს იწყება  დირექტული კვნაძების მუშაობა მათ რუკაში, მანამდე უმოძრაობაა.

ფსიქოტიპში ეს მდებარეობა ადამიანს აუცილებლად აძლევს ინფანტილუორობას იმ თემებში, სადაც მდებარეობს კვანძი  და ”ნატხომისებურ”  ქმედებებს.

დამატებით ერთი ან მეტი სხვა პლანეტის რეტროგრადულობის შემთხვევაში უფრო გამოკვეთილი იქნება ადამიანში  შეგრძნება, რომ ის ისეთი არ არის როგორიც სხვები და მის ცხოვრებაში  მოვლენები ”სხვანაირად ხდება”.

მაგრამ ისევ გავმეორდეთ და ვთქვათ, რომ ეს ასე არის და მას უბრალოდ შეგრძნების დონზე აქვს ეს.  ასეთ ადამიანს არ აქვს საშიშროების ადექვატური აღქმის უნარი, ყოველთვის ცდილობს  გაძვრეს სიტუაციიდან არასტანდარტული გზებით. ამას წინათ ძალინ კარგი მაგალითი წავიკითხე: როცა ადამიანი არ ელოდება შუქნიშანზე მწვანეს და ცდილობს წითელზე გადასვლას, რათქმაუნდა ეს საშიშია, მინიმუმ დისკომფორტია და რაც მთვარია გამოცდილებაა, რომ მეტი ასე აღარ მოიქცეს, მაგრამ ასეთი გამცდილებებს ვერ აფიქსირებს შინაგანად და მაინც ცდილობს ცხოვრებაში ”სწრაფად გადავიდეს წითელზე”. 

  • ეს არის დირექტიულობობის  საკვანძო მომენტი: გამოცდილება რომ გაიაზრო გჭირდება უფრო მეტი დრო, ვიდრე რეტროგრადული კვანძების შემთხვევაში.

ასეთ ადამიანს აქვს მიდრეკილება გაიმეოროს წარსული სიტუაციები თავის ცხოვრებაში, არა იმიტომ რომ  მიჯაჭვულობა აქვს თემებზე, პირიქით ამას აკეთებს გამოცდილების დამახსოვრების ამბავში. შედეგად ხშირად დადის ჩაკეტილ წრეში და უჭირს მიზნამდე მისვლა.

  • მეორე საკვანძო მომენტი ის არის რომ ასეთ ადამიანს არააქვს გამოხატული შინაგანი დაძაბულობა  თავის წარსულს, აწმყოს და მომავალს შორის.

ანუ  საკმარისი ენერგია და იმპულსი, რომ წარსული გამციდლება გამოიყენოს მომავლაში მიზნამდე მისაღწევად. ხშირია ფეხის ათრევა და საქმის გადადება, მაგრამ გავიხსენოთ რომ ეს სიზამრმაცის ბრალი არ არის.  უბრალოდ მისთვის ძალიან ბუნდოვანია  დროის და გამოცდილების გამოყენების ცნებები.  აქ მთვარი პრობლემა ათვლის წერტილის პოვნა და ქმედების დაწყებაა. ამიტომ პრაქტიკაში ხშირად ასეთი ადამინები საერთოდ არ არიან წარსულ გამოცდილებებზე ორიენტირებულნი და  მათი მთავარი ამოცანა ხდება მომავალი. სწორედ  ეს არის საბაბი ზოგიერთი ასტროლოგიური მიმართულება, რომ  იძახის თითქოს დირექტული კვანძების შემთხვევაში ადამიანს არააქვს წარსული გამოცდილება და ვერ შეასრულა წინა პირობა და მისგან ითხოვენ ამ ეტაპზე დაღმავალი  კვანძის გზით სიარულს. რეალურად ადამიანს უბრალოდ არააქვს საკმარისი ენერგია ”გადმოქაჩოს” წინა გამოცდილება, დააფიქსიროს ზოგადად გამოცდილება მეხისერებაში, ამიტომ  გარკევეული პლანეტარული ციკლების შედეგ ხვდება ამას და მისი მთვარი მიზანი მომავალია.

კარმულასტროლოგიაში  მთვარის კვანძების  დირექტულ მდებარეობას ”ღებულობს” ადამიანი:

 – რომელიც  არის თავისუფალი დროის  ჩვენეული, ყოფითი აღქმის ვალდებულებისგან .  რისთვის?!  თუნდაც იმ განსაკუთრებული მისიის შესასრულებლად ან  განსაკუთრებული გაკვეთილის სასწვალად, რომელზეც დაუსრულებელი კამათია ამ თემის განხილვივსას.

 – კარმულ ასტროლოგიაში ითვლება, რომ ასეთი სული ”ისვენებს”   კარმის დაწვაზე ფიქრისგან, არ აქვს ზედმეტი დაძაბულობა. ადამიანს აქვს ამოცანა, რომელიც არ არის დაკავშირებული მისი წინა ცხოვრების კარმასთან, ასე ვთქვათ მიმდინარე რეინკარნაციას ჩააგდებს კონკრეტული მიისიისთვის, ხოლო შემდეგ ცხოვრებაში გააგრძელბს წინა ცხოვრების გამოცდილების  გამოყენებას ახალი გზის დასამუშავებლად.

რეალურად, დირქტიული კვანძები არის ჩეულებრივი ასტროლოგიური მდებარეობა, რომელიც არაფრით არ გამოარჩევს ადამიანს სხვა დამიანებსგან. ეს არის ჩვეულებრვი დასამუშავებელი პროგრმაა და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. უბრალოდ იძლევა დროსთან არაყოფით დამოკიდებულებას.   

ინეტერესის შემთხვევაში შეგვიძლია გავაგრძელოთ თემის განხილვა

მოამზადა Nina Runes
“ეზოთერული სახელოსნო”