I ავტორიზაცია
ლექციაზე დასასწრებად საჭიროა ვებ-გვერდზე: astrology.ge ან/და astrology.ge/login/ ზე ავტორიზაციის გავლა. როდესაც შევალთ საიტზე ზემო მარჯვენა კუთხეში არის შესაბამისი ღილაკი. ავტორიზაციის დროს მომხმარებლის დამახსოვრების შემთხვევაში აღარ მოგიწევთ ყოველ ჯერზე ავტორიზაციის პროცედურა.
II ვებინარზე შესვლა
ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მოვხვდებით მოსწავლის პანელში, სადაც დაგხვდება შესაბამისი შინაარსის ღილაკი “ვებინარზე შესვლა” რითიც უშუალოდ მოხვდებით ლექციაზე.
III უფლებები
უკვე უშუალოდ ვებინარზე შესვლისას პლატფორმა გვეკითხება დასწრების რეჟიმს, რომელიც მხოლოდ ორია.
მიკროფონი / მხოლოდ მოსმენა
მხოლოდ მოსმენის შემთხვევაში, ვებ-გვერდი არაფერს მოგთხოვთ უფბელების მხრივ.
მიკროფონის არჩევის შემთხვევაში, ბრაუზერი გკითხავთ აძლევთ თუ არა ნებართვას შესაბამის ვებ-გვერდს, რომ გამოიყენოს თქვენი მიკროფონი. გაითვალისწინეთ! პროცედურა ერთჯერადია და იმახსოვრებს თანხმობას ან უარს.
ამიტომ ვინც შემთხვევით ან გამიზნულად დაბლოკა მიკროფონი პირველი შესვლისას, თქვენ ბრაუზერში ჩამახსოვრებული იქნება და ავტომატურად დაბლოკავს რის გამოც ვერ გამოიყენებთ მას.
უფლებების გასანულებლად საჭიროა საკუთარი ბრაუზერის პარამეტრებში, იპოვოთ უფლებების გრაფა და ვებ-გვერდი astrology.ge ამოშალოთ ან/და მანდვე მიანიჭოთ შესაბამისი ნებართვა მიკროფონზე.