როდისაა პლანეტა ნიშნის მმართველი, სად განიცდის ეგზალტაციას, დაცემას და სად არის ტყვეობაში?
პლანეტების მოქმედების სიძლიერე. რას ნიშნავს ეს? როგორც წინა გაკვეთილებიდან გვახსოვს, ყველა პლანეტა სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანში იქცევა სხვადასხვანაირად, ხან მთლიანად ავლენს თავის თვისებებს, ხან შებოჭილად, ხანაც ნეიტრალურად. ყველაფერ ამას თუ დავყოფთ ჯგუფებად, მივიღებთ ასეთ შედეგს: მოცემული პლანეტა ამა თუ იმ ნიშნაში შეიძლება იყოს:
•მმართველი – ანუ სახლის/ზოდიაქოს მმართველი – ეს ხდება იმ ზოდიაქოს ნიშანში, რომლის თვისებები ადექვატურად შეესაბამება პლანეტის მოქმედების და მოძრაობის რიტმს და ჰარმონიულ გარემოს ქმნის. როცა პლანეტა თავის სახლში ხვდება, ეს მის ფუნქციას და მნიშვნელობას ერთი-ორად ზრდის. ის ინტუიციურ-ინსტიქტურ დონზე ძლიერდება.
•ტყვეობაში – ნიშნავს, რომ პლანეტა მოხვდა თავისი სახლის საპირისპირო ნიშანში (მაგალითად, მზე მართავს ლომს, თუ მოხვდება მერწყულში იქნება ტყვეობაში). ამ დროს პლანეტას მოქმედების არეალი არ აქვს და მთელი თავისი ფუნქციებით „იპრესება“ ადამიანის ქვეცნობიერში, რაც როგორც წესი, კომპლექსების წარმოქმნის ძირითადი მიზეზია. აუცილებელია ასეთი პლანეტის დამუშავება („ამუშავება“) .
•დაცემული – ეს ის სფეროა, სადაც ადამიანს მკვეთად გამოხატული კომპლექსები უჩნდება. მაგალითად, ტყვეობაში მყოფი პლანეტა მარტო ქვეცნობიერ კომპლექსს ქმნის, დაცემულ პლანეტას ეს სააშაკარაოზე გამოაქვს ანუ აქ ცნობიერ პრობლემებთან გვაქვს საქმე. ასეთი მდებარეობა მიგვითითებს სფეროზე და ადგილზე, სადაც ადმაინს შეუძლია სულიერად დაეცეს და დეგრადირეს. თუ ადამიანმა არ იმუშავა ამ პლანეტის „გამოთავისუფლებაზე“, შედეგად პლანეტა „ჩაყლაპავს“ მას.
•ეგზალტირებული – ყველა პლანეტა თავისი სახლის გარდა, ერთ რომელიმე ნიშანში განიცდის ეგზალტაციას და ეს ხდება იმ ზოდიაქოს საპირისპირო ნიშანში, რომელშიც დაცემულად გრძნობს თავს (მაგალითად, მზე ეგზალტაციაშია ვერძში და დაცემულია სასწორში). ეს არის მდებარეობა, როცა პლანეტა მთელი დატვირთვით საუკეთესოდ ავლენს თავს, ზოგჯერ იმაზე კარგადაც, ვიდრე მმართველობის დროს (მაგალითად კარგავს თავის ცუდ თვისებებს).
სანამ ცალ-ცალკე განვიხილავთ ზოგად დახასიათებას, უნდა აღინიშნოს, რომ ზოდიაქოს ნიშნებს გააჩნიათ დღის და ღამის მმართველები. პირველი გაკვეთილიდან, როგორც გვახსოვს, ყველა ნიშანს ერთი მთავარი და ერთიც თანამმართველი ყავს. ამის გათვალისწინებით ვიღებთ შემდეგ შედეგს: ღამის პლანეტები, რომლებიც მთვარით იმართებიან, ანუ ზოდიაქოს წრეზე მთვარის ნახევარსფეროშია მოქცეული და დღის პლანეტები, რომლებიც მზით იმართებიან, მზის ნახევარსფეროშია მოქცეული, როგორც სურთზეა ნაჩვენები:
ახლა კი მცირე მონახაზი პლანეტების სიძლიერეზე ნიშნებში ყოფნის დროს:
მზე – ეს არის ადამინის `მე“, გონი, ეგო, შემოქმედებითი უნარები, ამიტომ ცეცხლის ნიშნები მას ხელს უწყობენ ამ თვისებების გამოვლენაში.
მმართველი-ლომი, ეგზალტაცია – ვერძი; ენათესავება (ანუ ნეიტრალურზე უკეთ ავლენს თავს) მშვილდოსანს.
ჰაერის ნიშნებში, რომელთა მთავარი არსი არა პიროვნულობა და ინდივიდუალიზმი, არამედ კოლექტივი, კომუნიკაცია და საზოგადოებაა, მზე ვერ ახდენს თვითრეალიზაციას და:
ტყვეობაშია – მერწყულში, დაცემულია – სასწორში, მტრობს (ანუ ნეიტრალურზე უარესად ავლენს თავს) ტყუპებში.
წყლის და მიწის ნიშნებში მზე ნეიტრალურია.
მთვარე – ეს ემოციებია, მგრძნობელობა, ფანტაზია, რომანტიკა, ძლიერად გამოხატული ბავშვური ჩვევები, სამყაროს მხატვრული აღქმა. სწორედ ამ თვისებების რეალიზაციას წყლის ნიშნები უწყობს ხელს. მმართველი – კირჩხიბი, ეგზალტაცია – კურო, ენათესავება- თევზებს.
ყველაზე ცუდად მთვარის რეალიზაცია მიწის ნიშნებში ხდება, რომლებისთვისაც მგრძნობელობა ნაკლებ დამახასიათებელია:
ტყვეობაშია – თხის რქა, დაცემულია – მორიელი, მტრობს – ქალწულს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთვარის შემთხვევაში ადგილი აქვს გამონაკლისს: ეგზალტაცია-დაცემაში სტიქიები შებრუნებულადაა, რაც ზოდიაქოს მმართველების (კურო-ვენერა, მორიელი -პლუტონი) და მთვარის დამოკიდებულებით იხსნება (ვენერა-მთვარე/ჰარმონიული; პლუტონი-მთვარე/დაძაბული).
ჰაერის და ცეცხლის ნიშნებში მთვარე ნეიტრალურია.
მერკური – ეს კომუნიკაცია, გონება, ინტელექტი და კავშირებია. ამიტომ ის კარგად გამოხატავს თავის თავს მიწისა და ჰაერის ნიშნებში:
მმართველი – ტყუპები (ღამის მმართველი), ქალწული (დღის მმართველი);
ეგზალტაცია – ქალწული (ერთადერთი შემთხვევა, როცა თავისავე სახლში განიცდის ეგზალტაციას), ენათესავება – კურო, თხის რქა, სასწორი, მერწყული.
წყლის და ცეცხლის ნიშნებისთვის პრაგმატულობა ნაკლებად არის დამახასიათებელი, ამიტომ მერკური ვერ ავლენს თავს:
ტყვეობა – მშვილდოსანი/თევზები; დაცემული – თევზები, მტრობს – ვერძი, ლომი, კირჩხიბი, მორიელი.
ვენერა – ეს გრძნობებია, სილამაზის აღქმა, გატაცება. აქ სტიქიებით დაჯგუფება არ გამოგვადგება, რადგან კანონზომიერება არ შეინიშნება.
ვენერა დღისით მართავს სასწორს, ხოლო ღამით კუროს. კუროს სტიქიის შესაბამის გრძნობებს უღვივებს, მიწისეულად ღრმა გრძნობებს. კუროებისთვის გახსნა ცოტა რთულია. სასწორის შემთხვევაში ის პირიქით მოქმედებს: ყველა გრძნობა, გატაცება და აღქმა სააშკარაოზეა გამოტანილი.
ეგზალტაზია – თევზებში, რადგან აქ მისი უმაღლესი თვისებები ვლინდება, როგორიცაა ალტრუიზმი, სამყაროს სიყვარული, რომელიც სამყაროს სტაბილურობისკენ არის მიმართული. თევზების მმართველი იუპიტერი და ნეპტუნია, რომლებმაც ჩამოაყალიბეს თევზის ფსიქოტიპი, ხოლო ვენერა თევზებს ევოლუციის საშუალებას აძლევს.
ენათესავება – ტყუპი, თხის რქა, მერწყული.
ტყვეობა – მორიელი, ვერძი; დაცემულია – ქალწულში; მტრობს – ვერძი, მორიელი.
მარსი – ეს იმპულსია, ენერგია და მოქმედებაა. მარსი დღისით მართავს მორიელს, ღამით ვერძს. ვერძის შემთხვევაში ეს ბრმა ნებაა, რომელიც პულსირებს და არაპროგნოზირებადია. მორიელში პირიქით – მიზანმიმართულად აქტიურია. ეს ვნებებია, რომელიც გონივრულად გამოვლინდება. ვერძისგან განსხვავებთ, მორიელმა იცის სად გააკეთოს სწორი დარტყმა და არ პულსირებს, პლუს დიდი ინტუიცია (წყლის სტიქია). ვერძთან შედარებით ძლიერ მომთმენი, ამტანია და საჭირო დროს ელოდება.
მარსის ეგზალტაციის ადგილი თხის რქაა. ის მას აძლევს უფრო მეტ ძალას და ნებისყოფას, მიზანმიმართულ ნებას და ბრძოლისუნარიანობას. სატურნმა შექმნა თხის რქა, ხოლო მარსის მეშვეობით გადის ევოლუცის.
მარსი ტყვეობაშია სასწორსა და კუროში. ეს გამოიხატება ამ ნიშნების უუნარობით მართონ მარსი. სასწორი და კურო ზოგადად ჰარმონიული ნიშნებია, მარსს მათ არსებობაში კონფლიქტები და უხეში მოქმედებები შეაქვს. სასწორებისთვის ეს ისტერიკა, განწყობილების მკვეთრი ცვლა, გაუწონასწორებლობაა. სასწორისთვის ეს დისჰარმონიაა. დამუშავების შემთხვევაში ერთადერთი დადებითი მხარე სასწორებისთვის შეიძლება იყოს ის, რომ მარსისგან მიიღონ ისეთი ენერგია, რაც სამყაროს ბალანსის აღდგენაში გამოიყენება. მარსი კუროს ძლიერ ვნებებს აძლევს, რომელიც დაუკმაყოფილებლობაში გადასდის, ამასთან არანორმალურად ეჭვიანი ხდება, რაც კუროსთვის დამანგრეველია.
მარსი დაცემულია კირჩხიბში. კირჩხიბი ყველაზე მგრძნობიარე ნიშანია, შესაბამისად როცა მარსი აქ ხვდება, იწყება სუპერმენობის თამაში, კირჩხიბი ცდილობს ყველას თავი „მარსულად“ ძლიერად მოაჩვენოს, ხოლო ამ თამაშის უკან მისი სიმხდალე იმალება. აქედან გამომდინარე, ყალიბდება იმის კომპლექსი, რომ გამოჩდნენ ყველაზე ძლიერები (ამას ძირითადად სუსტ ადამიანებთან ავლენენ), ამიტომ ასეთი მარსი ძალიან ხშირად გვხვდება სპორტსმენებში, მონადირეებში. დამუშავების შემთხვევაში, ასეთი მარსს ადამიანმა შეიძლება თან დაურთოს კირჩხიბის ინტუიცია და გამოიმუშაოს საშიშროების ინსტინქტი, წინასწარ იგრძნოს ქმედითი მოვლენები.
იუპიტერი – ეს ავტორიტეტი, ფართო კავშირები.ა მშვილდოსანს მართავს დღისით, ხოლო თევზებს ღამით. ის თევზებს სოციუმსა და ავტორიტეტებზე დამოკიდებულებას აძლევს. მშვილდოსანში უფრო აქტიური და დამოუკიდებელია, გააზრებულად ისწრაფვის კავშირებისკენ, რათა საკუთარი ავტორიტეტით უფრო მეტად ისარგებლოს.
იუპიტერი ეგზალირებულია კირჩხიბში. კირჩხიბი ყოველთვის ცდილობს განვითარდეს და ავტორიტეტი მოიპოვოს თავისი პედაგოგიური შესაძლებლობების ხარჯზე. იუპიტერის ასეთი მდებარეობით ადამიანები ხშირად გამოდიან იდეოლოგიისა და ტრადიციების დამცველი-მქადაგებლები. დაზიანებული იუპიტერის შემთხვევაში, ხშირია ვიწრო, შოვინისტური იდეოლოგიის ადამიანები.
იუპიტერი ტყვეობაშია ქალწულის და ტყუპების ზოდიაქოში. ის ქალწულებს აძლევს ფარულ და დაჟინებულ მიდრეკილებას კარიერიზმისკენ, ტყუპებს კი საკუთარი ავტორიტეტით დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას, რაც ორივე შემთხვევაში არაჯანსაღ ამბიციას იძლევა. ადამიანი სხვის ხარჯზე ცდილობს მიზნის მიღწევას. დამუშავების შემთხვევაში კარგ შედეგს იძლევა – ადამიანს უვითარდება ფარული ალტრუიზმი, სურვილი უფრო მეტი ისწავლოს და თავად მიაღწიოს შედეგს, გახდეს კოლექტივის წევრი.
იუპიტერი დაცემულია თხის რქაში. აქ ის ადამიანს აძლევს კანონდაუმორჩილებლობას (საკუთარი კანონების გარდა), ყველა ავტორიტეტის აუღიარებლობას (საკუთარის გარდა). ასევე საკუთარი წარმომავლობის და ტრადიციების დამალვას ან სხვანაირად წარმოჩენას. ისინი საკუთარ ამბიციებს აყენებენ იერარქიის სათავეში და სხვებს აიძულებენ თაყვანი სცენ მათ. ნათელი მაგალითი: ჰიტლერი იყო იუპიტერი თხის რქა.
სატურნი – ეს გამოცდილება, გამძლეობა, ასკეზა, მიზანსწრაფულობა, მარტოობა, საფუძველია. სატურნი დღისით თხის რქას მართავს, ღამით მერწყულს. თხის რქას სატურნი აძლევს მკაცრ ცხოვრებისეულ სისტემას, მიზანსწრაფულობას, საღ აზრს, საკუთარი ძალების რელურ შეფასებას, სიმყარეს. მერწყულს კი თავისუფლებას, გამორჩეულობის გაუცნობიერებლ მოთხოვნილებას, ამიტომაც მერწყულები ვერ იტანენ სისტემების ძალაუფლებას.
სატურნი ეგზალტირებულია სასწორში. აქ ის სამართლიანობის როლშია, აწონასწორებს და ასტაბილურებს ნებისმიერ გარემოს. ის შეფასების უცვლელ სისტემას იძლევა, რომლის მიხედვით ან დიდი მასწავლებელი და დამჯილდოვებელი, ან პირიქით დამსჯელი გამოდის.
სატურნი ტყვეობაშია ლომსა და კირჩხიბში. აქ ის გამოვლინდება შემდეგი სახით: შინაგანი დაძაბულობა, ყველგან დაგვიანება, შინაგანი გულცივობა, სიუხეშე, გაბოროტება. კირჩხიბები გარეგნულად მსუბუქები არიან, მაგრამ შიგნით მათ სატურნი ყავთ, რომელიც გასაქანს არ აძლევს. ასეთი სატურნი იძლევა წესრიგს მცირე არეალზე, ხოლო მაშტაბურად ვერ ერევა სიტუაციას და არეულობას იწვევს. ასეთი სატურნი ადამიანს აძლევს შიშებს. ლომში – შინაგანი სისტემის არ ქონას, მარტოობის შიშს. ლომებს, როგორც წესი სურთ, რომ ყველა მხარს უჭერდეს და სულ ყურადღების ცენტრში იყვნენ, ასეთი სატურნი კი მათ პესიმიზმისკენ უბიძგებს.
სატურნი დაცემულია ვერძში. ის ადამიანს უაზრო სიჯიუტეს აძლევს, მოუწესრიგებელია, ბრძოლის ფარული შიში აქვს, მიზანი არ გააჩნია.
ურანი – ეს თავისუფლება, სიახლე, რეფორმა და ინოვაციებია. დღისით ის თხის რქას მართავს, ღამით მერწყულს. ურანი ეს მერკურის ზეოქტავაა, ამიტომ ეს პლანეტა ზეინტელექტს განასახიერებს (მისი სიმბოლო ელვაა). ამ პლანეტას სრულყოფილი გამოვლინება მხოლოდ მერწყულში შეუძლია, ასეთი ადამიანი ხასიათდება მოულოდნელობებით, უსწრებს დროს, რეფორმატორია, ავანტურისტია, უყვარს ექსპერიმენტები, თავისუფალია ურთიერთობებში და მოქმედებაში. თხის რქაში ის ნაკლებად ვლინდება, ისტორიულად, თხის რქაში ურანის ზეგავლენით მხოლოდ რამოდენიმე ეპოქა გამოირჩევა.
ურანი ეგზალტირებულია მორიელში. ის ადამიანს დრამატულობას, თავისუფლებას და მოულოდნელობებს მატებს. მორიელი ერთ-ერთი ძირითადი ოკულტური ნიშანია, ურანი კი მის ამ თვისებას აძლიერებს. ასეთ ადამიანებში ხშირია ზებუნებრივი და ფენომენალური შესაძლებლობები.
ურანი ტყვეობაშია ლომის ზოდიაქოში. აქ ურანი იძლევა არაბუნებრივობას, შებოჭილობის შეგრძნებას და კაპრიზულობას. ეს ის შემთხვევაა, როცა დამუშავების შემდეგ ტყვეობაში მყოფი პლანეტა მაქსიმალურ შედეგს იძლევა.
ურანი დაცემულია კუროში, რადგან ის ყველაზე სტაბილური და „ნელი“ ნიშანია, ხოლო ურანის რევოლუციები და რეფორმები ცუდად აისახება მის არსსზე.
ნეპტუნი – ეს უმაღლესი გრძნობები, საიდუმლო გახსნა, კოსმიური ჰარმონია და ინტუიციაა. ის დღისით მართავს მშვილდოსანს, ღამით კი თევზებს. სრულყოფილად ის მხოლოდ თევზებში ავლენს თავს, სადაც ის უმაღლეს ჰარმონიას, სიღრმეებში ჩასვლას და მისტიციზმს იძლევა. მშვილდოსანში ნაკლებად აქტიურია, ის ადამიანს მხოლოდ გაცნობიერებული ბრძოლის სურვილს აძლევს იდეისთვის და რწმენისთვის.
ნეპტუნი ეგზალტირებულია მერწყულის ზოდიაქოში, რადგან ის ვითარდება ნეპტუნისეული მიმართულებებით: თანასწორობა, ბუნებასთან კონტაქტი, რითმულობა. მერწყული, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უსწრებს დროს და ეს ხადახან არამიწიერ (არამატერიალურ) მისწრაფებებს უვითარებს მას, ხოლო ნეპტუნისთვის ეს იდეალური „საარსებო“ გარემოა.
ნეპტუნი ტყვეობაშია ქალწულის ზოდიაქოში. ის ამ შემთხევაში იძლევა არაადექვატურ შიშებს ავადმყოფობების მიმართ, ახირებებსა და აკვიატებებს.
ნეპტუნი დაცემულია ლომში. ის აქ იძლევა პათოლოგიურ უნდობლობას, უღმერთობას, ყველა მაღალი იდეალის უარყოფას. ნეპტუნის ამ მდგომარეობას შეუძლია ადამიანი დასცეს სულიერად და გახადოს ფანატიკოსი იდეალისტი. ასევე, ასეთი ადამინების მოტყუება და მართვა საოცრად ადვილია, რადგან მისი მთავარი კომპლექსი მიკერძოებულობაშია და ფიქრობს, რომ სადაც ძლიერნი ამა ქვეყნისანი არიან, იქ არის ჭეშმარიტება. ასევე, დიდი ალბათობით გარემოს რეალურად აღქმის პრობლემა იქმნება.
პლუტონი – დღისით მართავს მორიელს, ღამით ვერძს. საუკეთესოდ ავლენს თავს მორიელში. ამ შემთხვევაში ის იძლევა დიდი ზემოქმედების უნარს ქვეცნობიერ დონეზე, ქაოსს ან პირიქით ქაოსის გარდაქმნას. ეს არის მაგია, ამ სიტყვის ყველანაირი მნიშვნელობით, მაგნეტიზმი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ფენომენი, რისკი, ექსტრემალური სიტუაციები, ზღვა ენერგია. ასეთი ადამინები ნებისმიერ გარემოში პოულობენ არსებობისთვის აუცილებელ პირობებს. ვერძში ის ძალიან სუსტად ვლინდება და ყველაზე შესამჩნევად იძლევა ტრანსფორმაციის იდეებისთვის ბრძოლის დაჟინებულ სურვილს.
პლუტონი ეგზალტირებულია ლომში, რადგან ლომისთვის საკმარის ძალაუფლებას იძლევა. ასევე გამორჩეულობა, ამაღლება, ავტორიტეტი, გიგანტური ძალა და ენერგია, უნარი აიყოლიოს მასები, მაგიური ძალაუფლება, ფსიქოლოგიური ზეგავლენა მასებზე, უდიდესი ამტანობა ტრანსფორმაციის დროს – ყველაფერი ეს კარგად არის განვითარებული ლომში. დაზიანების შემთხვევაში პლუტონის ამ მდგომარეობამ ადამიანი შეიძლება თვითგანადგურებამდე მიიყვანოს.
პლუტონი ტყვეობაშია კუროს ზოდიაქოში, ხოლო დაცემული მერწყულში. კურო არასდროს არ არის მზად დიდი სულიერი და მატერიალური ტრანსფორმაციისთვის, არც ამბოხება უყვარს. ხოლო მერწყულთან თავს იჩენს კოლექტიური ძალაუფლების პრობლემა. მერწყულებისთვის მნიშვნელოვანია თანასწორობა, ხოლო პლუტონი თავის თავში კოლექტივის (მასების) მართვას და ძალაუფლებით გარდაქმნას გულისხმობს.
***
კლასიკური ასტროლოგია არ განიხილავს ფიქტიურ პლანეტებს ასეთ სქემაში. ითვლება, რომ ფიქტიურ პლანეტებს მმართველი სახლი არ გააჩნიათ, რადგან ისინი არ მონაწილეობენ არც ერთი ზოდიაქოს ფორმირებაში, მაგრამ მიიჩნევა, რომ ასეთ პლანეტებს აქვთ ეგზალტაციის და დაცემის ადგილები:
ლილითი (შავი მთვარე) – ეგზალტაციას განიცდის ზოდიაქოს წრის ზედა ნახევარსფეროს ქალურ ნიშნებში: მორიელი, თევზები და თხის რქა. ყველაზე გამოხატული მორიელშია, როცა საქმე ინდივიდს ეხება, ხოლო თუ საუბარია ეპოქალურ დონეზე, მაშინ თევზებშია უფრო მკვეთრად გამოხატული (იგულისხმება საზოგადოების დეგრადაცია ნარკოტიკებით, ილუზოლური რწმენით და ა.შ.)
მორიელი – აქ ის ყველაზე ძლიერად მოქმედებს და ორგვარად ვლინდება – შეიძლება მოგვცეს ვნებებზე და მიდრეკილებებზე გამარჯვება ან პირიქით. მოქმედების და მიმართულების არეალი ლილითისთვის აქ ძალზე დიდია.
თხის რქა – აქ ლილითს შეუძლია თავის თავზე აიღოს სხვა ადამიანების ცოდვები, სხვისი კარმის სიმძიმე ან შეიძლება ამუშავდეს მედლის მეორე მხარე და ადამიანი განტევების ვაცი გახდეს, მას მიაწერონ მთელი ერების ან თაობების ცოდვები. ცუდ შემთხვევაში – საკუთარი მიზნების მისაღწევად ადამიანი ყველაფერზე წამსვლელია, არაფერი წმინდა მისთვის არ არსებობს, გამოირჩევა ცინიზმით და ანგარებით.
თევზები – აქ ის არამდგრად ფიქოლოგიურ ფონს იძლევა, უძილობას ან კოშმარულ სიზმრებს. მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობას შეუძლია გამოიწვიოს მეხსიერების დაკარგვა. ასევე დიდია მიდრეკილება ყველანაირი მავნე ჩვევისკენ.
სელენა (თეთრი მთვარე) – ეგზალტირებულია ქალწულში (აძლიერებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, პასუხისმგებლობას), კირჩხიბსა და კუროში.
მოამზადა Nina Runes
«ეზოთერული სახელოსნო»