წინა პოსტში ჩვენ ვისაუბრეთ პროგრესულ მთვარეზე და მის მოძრაობაზე, რადგან, ამ მეთოდში ყველაზე დიდი მნიშვნელობა მთვარეს ენიჭება. დღეს კი სხვა პლანეტებზე ვისაუბრებთ. პროგრესია დინამიკური პროგნოსტიკური მეთოდია და ადამიანის განვითარების პროცესებს აღწერს, ეს არის ასტროლოგების კვლევის შედეგად აღმოჩენილი მეთოდი და პლანეტების მოძრაობის შენელებული ვერსია, სადაც ერთი დღე = ერთი წელს. რადგან მთვარე ერთ ნიშანს 2.5 დღეში გადის, პროგრესული მთვარე, შესაბამისად, 2.5 წელში გაივლის. მზე ერთ ნიშანს 30 დღეში გადის, შესაბამისად, პროგრესიაში ერთი ნიშნის გავლას 30 წელს მოანდომებს. 1 წელი = ერთ გრადუსს. პროგრესული მზის ინგრესია დაკავშირებულია ადამიანის შინაგან ევოლუციასთან. ამ დროს ადამიანს ეცვლება სამყარი და იწყებს იმ ნიშნის თვისებების ასიმილაციას, რომელშიც მზე გადავა. მაგალითად, თუ ადამიანს მზე ვერძის 13 გრადუსში ჰყავს, 17 წლის ასაკში, პროგრესიაში მზე კუროში გადავა. თუ ადამიანი მანამდე იყო უფრო აქტიური, მოქმედებდა პირდაპირ და დაუფიქრებლად და არ ფიქრობდა შედეგზე, მზის კუროში შესვლისას უფრო მნიშვნელოვანი გახდება, რომ ქმედებები მიმართოს პრაქტიკულ საქმეზე და მატერიალური შედეგი მიიღოს. მისი სამყაროც უფრო მშვიდი და სტაბილური გახდება, ვიდრე მზის ვერძში მოძრაობის პერიოდში იყო. ან თუ მზე მორიელის 4 გრადუსზეა, 26 წლის ასაკში პროგრესიაში მშვილდოსანში გადავა და მანამდე თუ მისი სამყარო უფრო ინტენსიური, ჩაკეტილი და კრიზისული იყო, ამის შემდეგ ადამიანი დაიწყებს მშვილდოსნის ენერგიების აღქმას, მისი სამყარისადმი ხედვა გახდება პოზიტიური და ორიენტაციაც უფრო თვითგამოვლინებაზე ექნება. ხშირ შემთხვევაში, პირადი პლანეტის სხვა ნიშანში გადასვლა, შესაძლოა, გარკვეულ სტᲠესებთანაც იყოს დაკავშირებული. განსაკუთრებით, თუ უფრო მოზრდილ ასაკში ხდება, რადგან ადამიანს სამყაროსადმი ხედვა ეცვლება და სხვა ენერგიებზე გადადის, თუმცა, გარკვეული პერიოდის ᲨᲔᲛᲓᲔᲒ, ამ ენერგიებსაც ეჩვევა და ადაპტირებს.
გარდა მზისა, მნიშვნელოვანია სხვა პლანეტების ინგრესიებიც. განსაკუთრებით საყურადღებოა, პლანეტა პროგრესულ რუკაში თავისთვის კარგ ნიშანში შედის თუ ცუდში. მაგალითად, თუ ნატალური ვენერა ვერძშია, პროგრესიაში კი კუროში გადადის ეს პოზიტიური ვარიანტია, რადგან ვენერა ვერძში სუსტია და ცუდად ავლენს თავის თვისებებს, კუროში კი ძლიერია. ან, თუ ვენერა ქალწულშია ნატალურად და პროგრესიაში სასწორში გადადის, ესეც პოზიტიური მოვლენაა. თუ ნატალური მერკური მერწყულში გვყავს და თევზებში გადადის, ეს მერკურისთვის არასასურველი პოზიციაა, ამიტომ ეს არ ითვლება პოზიტიურ ინგრესიად. თუმცა, კატასტროფა არც ესაა. როგორც ზემოთ ავღნიშნე, შესვლის მომენტში შესაძლებელია იყოს რაღაც პრობლემები, შემდეგ კი ადამიანი ახალ ენერგიებს ეჩვევა.
პროგრესიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ედ არის პლანეტების რეტროგრადულობა. როდესაც ნატალურ რუკაში პირდაპირია პირადი პლანეტა პროგრესიაში კი რეტრო ᲮᲓᲔᲑᲐ, ან პირიქით- ნატალურ რუკაშია რეტრო და პროგრესიაში გასწორდება, ეს რა თქმა უნდა, ზეგავლენას მოხდენს ამ პლანეტის გამოვლინების ხასიათზე. მაგალითად, მერკური. მერკური რეტროგრადულია 21 დღე, პროგრესიაში 1 დღე = ერთ წელს, თუ თქვენ დაიბადეთ რეტრო მერკურის დაწყებიდან მე-7 დღეს (ანუ ნატალში რეტრო გაქვთ მერკური), 14 წლის ასაკში მერკური სტაციონაᲠური გახდება, ანუ გაჩერდება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, შემდეგ კი გასწორდება. ან თქვენი დაბადებიდან 18 დღეში მერკური ხდებოდა რეტრო, ეს ნიშნავს, რომ 18 წლის ასაკში პროგრესიაში თქვენი მერკური რეტროგრადული გახდება.